ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა


ირანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 3 კაცი დაიღუპა.

ოცზე მეტი კაცი დაშავდა. ადგილობრივი ოფიციალური პირების გნცხადების თანახმად , მიწისძვრას ქვეყნის სამხრეთში ჰქონდა ადგილი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სერიოზულად დაზიანდა შენობები, რომლებიც საპორტო ქალაქ ბანდარ აბასის გარშემოა განლაგებული. ამ ქალაქთან აგრეთვე განლაგებულია მნიშვნელოვანი ნავთობ გადამამუშავებელი ცენტრი. ამერიკული გეოლოგიური ცენტრის მონაცემების თანახმად მიწისძვრა 6,1 ბალის სიმძლავრის იყო. მოწისძვრა მთელი სპარსეთის ყურის რეგიონში და გაერთიანებულ არაბთა საამიროებში იგრძნობოდა, რამაც დუბაიში მაცხოვრებელთა შორის პანიკა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ 2003 წელს ქალაქ ბამში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 31 000 კაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG