ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ალ-ყაიდას ერთერთი მეთაური დაიღუპა


პაკისტანში განხორციელებული ავია დარტყმის შედეგად ალყაიდას ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა.

პაკისტანის ჩრდილო- დასავლეთ რეგიონში ადგილობრივი ტომების უხუცესებმა განაცხადეს, რომ ამ ავია დარტყმის დროს დაიღუპა 4 არაბი მეამბოხე , მათ შორის ეგვიპტის მოქალაქე აბუ ჰარისი , რომელიც რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში პაკისტანში ცხოვრობდა და ალყაიდას ერთ-ერთ მაღალი რანგის მეთაური გახდა. თვითმხილველთა თქმით ამ დარტყმის შედეგად, რომელიც ვარაუდით ამერიკელების განხორციელებული იყო, დაინგრა შენობა, რომელიც თალიბთა ერთ-ერთ მეთაურს ეკუთვნოდა. დაიღუპა რამოდენიმერ მშვიდობიანი მოსახლე. აშშ-ი არ ადასტურებს იმას, რომ ეს დარტყმა ამერიკულმა ძალებმა განახორციელეს. ამ ფონზე პაკისტანელი ოფიციალური პირები ამტკიცებენ სვატის ხეობაში დღეს განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად 11 მეამბოხე მოჰკლეს. როგორც პაკისტანის შეიარაღებული ძალების რწმუნებულმა აღნიშნა ეს ოპერაცის საგანგებოდ დაიგეგმა სვატის რეგიონში ძალმომრეობის შემთხვევების გაზრდის გამო

XS
SM
MD
LG