ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი მისი ბალისტიკური რაკეტების პოლონეთზე და ჩეხეთზე დამიზნებით იმუქრება


რუსეთი , მისი ბალისტიკური რაკეტების პოლონეთზე და ჩეხეთზე დამიზნებით იმუქრება.

როგორც რუსმა გენერალმა ნიკოლაი სოლოვციოვმა განაცხადა, კრემლი ამ ზომას მიმართავს თუ აშშ-ი რაკეტ საწინააღმდეგო სისტემას პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე განალაგებს. აშშ-მ და პოლონეთმა გასულ თვეს მოაწერეს ხელი შეთანხმაბას ამ სისტემის ირგვლივ. აშშ-ი პოლონეთში 10 რაკეტას განალაგებს. ჩეხეთის რესპუბლიკაში გათვალისწინებულია ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის რადარის მოთავსება. შეგახსენებთ, რომ ამ რამოდენიმე დღეში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ სიკორსკის ხვდება.მხარეები უშიშროების საკითხებს მიმოიხილავენ. რუსულ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლავროვი ხაზგასმით განუცხადებს პოლონეთის მხარეს , რომ უკმაყოფილოა ამერიკა პოლონეტის შეთანხმებით რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ირგვლივ, ამას გარდა ლავროვი შეხვედრისას მიმოიხილავს საქართველოს საკითხსაც.

ჩეხეთის მთავრობამ უკვე დაამტკიცა მეორე ხელშეკრულება ამერიკასთან რადარის საკითხზე.

ჩეხეთის თავდაცვის მინისთრმა დღეს განაცხადა, რომ ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს პრაღის შორიახლოს განლაგებულ სამხედრო ბაზაზე, ამერიკული სამხედრო კონტინგენტის დისლოცირებას. ჩეხეთის მთავრობამ უკვე დაამტკიცა მთავარი ხელშეკრულება, რომლის თანახმად აშშ , რადარს განალაგებს ჩეხეთის ტერიტორიაზე. ორივე შეთანხმებას რატიფიცირება უნდა მოუხდინოს ჩეხეთის პარლამენტმა.

XS
SM
MD
LG