ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბანგლადეშის ანტიკორუფციულმა კომისიამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა


ბანგლადეშში ანტიკორუფციულმა კომისიამ ქვეყნის უზენაეს სასამართლოს დაპატიმრებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის განთავისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტა.

ბანგლადეშში ანტიკორუფციულმა კომისიამ, ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ხალედა ზიას პატიმრობიდან განთავისუფლების გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. ბატონი ზია თაღლითობის ბრალდებით უკვე ერთი წელია, რაც ციხეში ზის. გუშინ ბანგლადეშის უზენაესმა სასამართლომ ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის გაუარესების გამო მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ფიქრობენ, რომ ანტიკორუფციული კომისიის მოთხოვნას უზენაესი სასამართლო მომდევნო კვირას განიხილავს. თუმცა ხალედა ზიას ადვოკატებს ეჭვი არ ეპარებათ მის გათავისუფლებაში. ყოფილი პრემიერ-მინისტრი გასული წლის სექტემბერს დააპატიმრეს. მაშინ ქვეყნის დროებითმა საგანგებო მთავრობამ კორუფციის ბრალდებით 170 პოლიტიკოსი, მათ შორის ზიას მოქიშპე, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინაც დააკავა.

XS
SM
MD
LG