ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი-საქართველო-რუსეთი


გუშინ საქართველოს, რუსეთსა და ევროკავშირს შორის კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდა. ის ამჟამად 3 პუნქტიანია და მას სამივე მხარე აწერს ხელს. დოკუმენტი ასე გამოიყურება:

″ ევროკავშირის მეთვალყურეები: ევროკავშირის 200 მეთვალყურე განთავსდება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე 1 ოქტომბერს.

″ რუსეთის ჯარების გასვლა: რუსეთის სამშვიდობო შენაერთები გააუქმებენ პოსტებს ფოთსა და სენაკთან 7 დღეში, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ხელს მოაწერს პირობას აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. რუსული სამშვიდობო ძალები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებს სრულად დატოვებენ ევროკავშირის მეთვალყურეთა შემოსვლის შემდეგ 10 დღის ვადაში.

″ საქართველოს ვალდებულებები: საქართველოს შეიარაღებული ჯარები უნდა დაბრუნდნენ ყაზარმებში 1 ოქტომბრისთვის.

″ საერთაშორისო მოლაპარაკებები: საერთაშორისო მოლაპარაკებები დაიწყება 15 ოქტომბერს ჟენევაში: მოლაპარაკებები შეეხება უსაფრთხოების საკითხებს ჩრდილოეთ კავკასიაში და ლტოლვილთა დაბრუნებას.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის გარდა, გუშინ რუსეთის დედაქალაქში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჰავიერ სოლანა და ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟოზე მანუელ ბაროზუც ჩავიდნენ, რომლებიც მოლაპარაკებებს პარალელურ რეჟიმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მართავდნენ.

ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრის წინ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ევროპელებს შეახსენა, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. შესაბამისად, მედვედევის თქმით, "არსებობს გარკვეული ახალი მიდგომები, თუ როგორ უნდა ვიმოძრაოთ იმ გეგმის მიხედვით, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ."

გუშინდელი ახალი 3 პუნქტიანი დოკუმენტის და პროცესების განვითარების შეფასებას ახდენა საქართველოს პარლამენტის წევრი გოკა გაბაშვილი.

გოკა გაბაშვილი – მოსალოდნელი იყო ის, რომ რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხებდა შეენარჩუნებინა ასეთი აგრესიული პოზიცია ევროკავშირის წინააღმდეგ და მოუწევდა ამ კომპრომისზე წასვლა. ვიდრე რუსული ჯარი ისევ აქ დგას, ძნელია საუბარი იმაზე, რომ რუსეთმა დათმო პოზიციები, მაგრამ ღია განცხადება ამაზე უკვე გაკეთდა და ეს წინ გადაგმული ნაბიჯია. ბუნებრივია შეუთანხმებლობა არის და რჩება იმასთან დაკავშირებით, რასაც ქვია ანექსია და აღიარება საქართველოს ტორიტორიის ნაწილებისა. ამაზე მსჯელობის დროც დადგება, მაგრამ პირველ რიგში საოკუპაციო ჯარების გასვლა უნდა დაიწყოს. შემდეგ ეტაპზე ბუნებრივია ჩვენ ვიფიქრებთ საერთაშორისო ფორმატზე ამ ჩვენი კონფლიქტების გადაჭრისა. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვვაშიც რუსეთს მოუწევს გაითვალისწინოს ევროკავშირის მოთხოვნები.

- რაც შეეხება "სარკოზი-მედვედევის" ექვსპუნქტიანი შეთანხმების ბოლო პუნქტით გათვალისწინებულ საერთაშორისო მსჯელობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, მედვედევის განცხადებით, ამ საკითხებზე საერთაშორისო დისკუსია უკვე 15 ოქტომბერს ჟენევაში დაიწყება.

ნიკოლა სარკოზის განმარტებით, ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იძულებით გადადგილებულ პირთა პრობლემის მოგვარება იქნება.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა დევნილების დაბრუნებაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საუბარია არა მხოლოდ ბოლოდროინდელი საომარი მოქმედებების შედეგად გამოყრილ მოსახლეობაზე, არამედ 1992 წელს აფხაზეთის კონფლიქტის დროს გამოდევნილ ადამიანებზეც. ეს უკანასკნელი განცხადება დამაიმედებელია, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ყველა იძულებით გადაადგილებულთათვის, რომელთაც საკუთარი სახლ-კარი დიდი ხნის წინ დატოვეს.

XS
SM
MD
LG