ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრმა სახლმა კონგრესს წარუდგინა თავისი გადაწყვეტილება გააუქმოს  რუსეთთან მშვიდობიანი მიზნებისათვის ბირთვულ დარგში ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმება


რუსეთმა განცვიფრება გამოხატა მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა კონგრესს წარუდგინა თავისი გადაწყვეტილება გააუქმოს რუსეთთან მშვიდობიანი მიზნებისათვის ბირთვულ დარგში ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის განცხადებაში დღეს პრეზიდენტ ბუშის ამ ნაბიჯს არასწორი, კერძოდ რუსეთმა ამ გადაწყვეთილებას ”პოლიტიზირებული ქმედება” უწოდა.

პრეზიდენტმა ბუშმა კონგრესს მიმართა ამ თხოვნით მას შემდეგ, რაც რუსეთმა სამხედრო ძალა იხმარა საქართველოში. პრეზიდენტმა რუსეთის ამ ქმედებას “სუვერენულ და დემოკრატილ მეზობელ ქვეყნასთან მშვიდობიანი ურთიერთობის მოსპობა” უწოდა.

თუმც, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოში შეიცვლება მდგომარეობა, შესაძლოა მომავალში მან შესცვალოს თავისი გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG