ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ბუშმა დღეს ერაყიდან 8000 ჯარისკაცის გამოყვანის შესახებ გააკეთა განცხადება


პრეზიდენტმა ბუშმა დღეს ერაყიდან 8000 ჯარისკაცის გამოყვანის შესახებ გააკეთა განცხადება, რომელიც მომავალი წლის თებერვლისთვის უნდა განხორციელდეს.

თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში გამოსვლისას პრეზიდენტმა ბუშმა ერაყიდან ჯარების გამოყვანა ამ ქვეყანაში ძალადობის შემცირებით ახსნა.

პრეზიდენტმა ბუშმა თავის სიტყვაში აღნიშნა ერაყის უშიშროების ძალების წარმატებები პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლაში.

პრეზიდენტმა ასევე თავისი მხრადაჭერა გამოხატა პაკისტანის ხელისუფლების მიმართ, რომელიც თალიბანის და ალ-ყაიდას წინააღმდეგ აგრძელებს ბრძოლას ავღანეთის მოსაზღვრე რაიონში.

ამერიკელთა სარდლობა იმედოვნებს რომ ერაყში დაძაბულობის შენელების ფონზე ამ ქვეყნიდან ავღანეთში დამატებითი ძალების გადასროლას შეძლებს, სადაც სულ უფრო ძლიერდება პარტიზანული მოძრაობა.

XS
SM
MD
LG