ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში კლდის ჩამოწოლის შედეგად სულ ცოტა 30 ადამიანი დაიღუპა


ბოლო მონაცემების თანახმად, ეგვიპტეში მომხდარ კლდის ჩამოწოლას სულ მცირე ოცდაათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ორმოცდაექვსი კაცი. კლდე კაიროს ღარიბთა გარეუბანში ჩამოწვა. მაშველები დღეს კლდის ქვეშ მოყოლილი გადარჩენილების პოვნას ცდილობდნენ. ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაქათამის ქედის ერთ ერთი კლდე დღეს დილით ჩამოშალა და მის ძირში მდებარე დასახლება უზარმაზარი ლოდების ქვეშ დამარხა. ქვეყნის ხელისუფლება მოსალოდნელი განმეორებითი ჩამოშლის შიშით, კატასტროფის რეგიონიდან ხალხის გახიზვნას გეგმავს.

XS
SM
MD
LG