ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის არმია გადატრიალებას არ გეგმავს


ტაილანდის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის არმია გადატრიალებას არ გეგმავს. დღევანდელი სატელევიზიო გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა სამაკ სუნდარავეჯმა განაცხადა, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის გამო, ტაილანდიდან გამგზავრებას გეგმავს და მის სამშობლოში არ ყოფნის დროს სამხედრო გადატრიალების მოწყობა გამორიცხულია. თუმცა 2006 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ტაქსინ შინავატრა, სამხედროებმა სწორედ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე გადააყენეს. გუშინ ტაილანდის მთავარსარდალმა გენერალმა ნიუმპრადიტმაც გამორიცხა გადატრიალების შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG