ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიკ ჩეინიმ დაგმო რუსეთის მოქმედება საქართველოში


იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკო ფრატინის განცხადებით ევროკავშირმა უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან საქართველოს კრიზისის მოგვარების საქმეში.


ეს განცხადება იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან დიკ ჩეინისთან შეხვედრის შემდეგ გააკეტა. ბატონი ფრატინის განცხადებიტ ამერიკამ და ევროპამ ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოაგვარონ კრიზისი კავკასიაში.

დიკ ჩიენიმ დაგმო რუსეთის სამხედროების მოქმედება საქართველოში რომელიც მისი ტქმით ყველანაირ ცივილიზებულ სტანდარტებს არღვევს. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა დასავლეთს გაერთიანებისკენ მოუწოდა ევროპაში რუსეთის ანტაგონისტური მოქმედებების აღკვეთის მიზნით.

XS
SM
MD
LG