ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქ-ნი ნინო ბურჯანაძე კარნეგის ფონდში წარმოთქვამს სიტყვას


4 სექტემბერს, ვაშინგტონში მდებარე კარნეგის ფონდში მოხსენებით გამოვიდა საქართველოს დემოკრატიისა და განვითარების ფონდის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი ქალბატონი ნინო ბურჯანაძე.

აუდიტორიაში დამსწრეთა შორის იყვნენ პოლიტიკური წრეების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები.

ქალბატონი ნინოს მოხსენების მთავარი თემა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და შესაბამისად, კავკავიის რეგიონში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის აღწერა იყო.

შეხვედრის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც ჩვენც მოვახერხეთ ქალბატონ ნინოსთან გასაუბრება. ჩვენს ბლიც ინტერვიუს ქალბატონ ნინოსთან ამ გადაცემის ბოლოს შემოგთავაზებთ.

მანამდე კი იმის შესახებ, თუ რაზე გაამახვილა გამომსვლელმა ყურადღება.

ქალბატონი ნინოს განცხადებით, საქართველო კონფლიქტში ჩათრეულ იქნა რუსული პროვოკაციის შედეგად. რუსეთის მიზანს, ამ ეტაპზე, ქალბატონი ნინოს განცხადებით, წარმოადგენს ყოფილი გავლენის სფეროს დამორჩილება თუმცა ეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული ერთიანობის ხელყოფის ხარჯზე განახორციელა მან. თუმცა ამერიკისა და ევროპის კონსოლიდირებული მხარდაჭერის შედეგად, საქართველოს მიეცა საშუალება ხმა აემაღლებინა ამ კონფლიქტში. მიუხედავად ამისა, ქალბატონბმა ნინომ მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა კიდევ უფრო გაერთიანდეს და ძალას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ბუფერულ ზონებს აწესებს, რეჟიმის შეცვლის შესახებ საუბრობს და ქვეყნის ტერიტორიულ დანაწევრიანებას ახდენს, ყველანაირად უნდა აიძულოს გადააფიქრებინოს მორიგი აგრესია.

საქართველო, ამასთან, ქალბატონი ნინოს განცახდებით, მზად არის ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა სამუდამოდ და მშვიდობიანად გადაწყდეს კონფლიქუტრი რეგიონების საკითხი.

ქალბატონმა ნინომ გამოთქვა რწმენა, რომ აშშ ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში კიდევ უფრო გაამყარებს ორი ქვეყნის ურთიერთობას და რომ მისი მხარდაჭერა, ამერიკის ადმინისტაციის კიდევ უფრო კარგი დამოკიდებულებისა და აქტიური როლის შესახებ მეტყველებს საქართველოში.

ქალბატონმა ნინომ დასძინა, რომ ევროპელმა პარტნიორებმა 1 სექტემბერს ნათლად გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ერთხმად დაგმეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

XS
SM
MD
LG