ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ საქართველოსადმი ვაშინგტონის ურყევ მხარდაჭერა გამოხატა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ რუსეთის ჯარის საქართველოში შეჭრა როგორც უკანონო ისე დაახასიათა.

თბილისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ საქართველოსადმი ვაშინგტონის ურყევ მხარდაჭერა გამოხატა რუსული ინტერვენციისა და უკანონო, ცალმხრივი მცდელობების ფონზე ძალით შეცვალოს საქართველოს საზღვრები.

თბილისში წარმოთქმულ სიტყვაში აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ კერძოდ თქვა:

"მას შემდეგ რაც საქართველომ თავისუფლება მოიპოვა ვარდების რევოლუციის სახით , ამერიკამ დახმარების ხელი გამოუწოდა თქვენს ახალგაზრდა დემოკრატიას. ახლაც იგივეს ვაკეთებთ რათა დაგეხმაროთ თქვენი სუვერენული ტერიტორიის ხელყოფის შედეგების დაძლევაში, ხელყოფისა რომელიც უკანონო, ცალმხრივი მცდელობა იყო ძალის გამოყენებით შეეცვაალათ თქვენი სამშობლოს საზღვრები, რაც საყოველთაოდ იყო დაგმობილი თავისუფალი სამყაროს მიერ."

"რუსეთის ქმედებებმა დიდი ეჭვები გამოიწვია რუსეთის გეგმებსა და იმაზე, თუ რამდენად შეიძლება მასზე დაყრდნობა, როგორც საერთაშორისო პარტნიორზე,"- განაცხადა ჩეინიმ.

განცხადებაში, რომელიც მან პრეზიდენტ სააკაშვილთან 4 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ პრესისთვის წაიკითხა, ჩეინიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ ასევე ერთგული რჩება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართ.

"ამერიკა სრულად უჭერს მხარს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას საქართველოსთვის და მის წევრობას ალიანსში,"- განაცხადა ჩეინიმ.

XS
SM
MD
LG