ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ძალები ბაღდადიდან მომავალი წლის ივლისისათვის შეიძლება გაიყვანონ.


ერაყში აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის მეთაური აცხადებს რომ ამერიკის ძალები ბაღდადიდან მომავალი წლის ივლისისათვის შეიძლება გაიყვანონ.

გაზეთ "ფაინენშალ თაიმსისადმი" მიცემულ ინტერვიუში, გენერალმა დევიდ პეტრეუსმა აღნიშნა, რომ ჯარის გაყვანა შესაძლებელია, თუ უშიშროების პირობები გაუმჯობესდა.

აშშ-ს ამჟამად ბაღდადში 16 ათასი სანხედრო მოსამსახურე ჰყავს დისლოცირებული. პეტრეუსის თქმით ბაღდადში ტერაქტების სიხშირემ ბოლო დროს საგრძნობლად იკლო.

ამ ფონზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ ერაყის ეკონომიკუტი პერსპექტივები უმჯობესდება, უშიშროების პირობების გაუმჯობესების პარალელურად, მაშინ როდესაც სულ უფრო იზრდება ერაყის ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის ტემპები.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერაყის მთავრობამ მოახერხა ინფლაციის შემცირება და დიდი ნაბიჯები გადადგა წინ კორუფციასთან ბრძოლის საქმეში.

XS
SM
MD
LG