ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი ბირთვული ატომური სადგურის აღდგენას აპირებს


სამხრეთ კორეის მთავრობა ამტკიცებს, რომ ფხენიანი , მისი ბირთვული ატომური სადგურის აღდგენას აპირებს.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს სეულში განაცხადა , რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანნახმად ჩრდილოეთ კორეამ აცნობა იონგ ბიონის ბირთვულ კომპლექსში მყოფ ამერიკელ სპეციალისტებს , რომ ფხენიანი აპირებს ამ კომპლექსის ბირთვული რეაქტორის შეკეთებას და კვლავ დამონტაჟებას. ამ განცხადების თანახმად მუშებმა უკვე დაიწყეს სპეცაღჭურვილობის შეტანა ამ კომპლექსის ტერიტორიაზე. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ფაქტს სამწუხარო უწოდა. ფხენიანი თავის დროზე დათანხმდა ამ კომპლექსის დემონტაჟზე რაც მოიაზრებოდა იმ შეთანხმებაში რომელსაც ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საკითხზე ექვსმხრივი მოლაპარაკების დროს მიაღწიეს. გასულ კვირას ჩრიდილოეთ კორეამ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ იგი წყვეტდა რეაქტორის დემონტაჟს, რადგანაც ვაშინგტონმა არ ამოიღო ჩრდილოეთ კორეა ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიიდან.

XS
SM
MD
LG