ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ საქართველოს 1 მილიარდი დოლარი გამოუყო


ამის თაობაზე დღეს განცხადება გააკეთა აშშ სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა. როგორც მან თქვა, ამ სახით აშშ დახმარების ხელს უწვდის საქართველოს იმ რთულ მდგომარეობაში, რომელშიც იგი აღმოჩნდა. ამ განცხადების თანახმად, საქართველო მიმდინარე წლის მიწურულისთვის მიიღებს 570 მილიონ დოლარს.

ბაქოში აშშ ვიცე პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ ხაზგასმით აღნიშნა ის, რომ აშშ დიდადაა დაინტერესებული კავკასიის სტაბილობითა და უშიშროებით. ერთობლივ პრესკონფერენციაზე, აშშ ვიცე პრეზიდენტმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადეს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოების ტერიტორიული ხელშეუვალობის დაცვას რაც, როგორც ბატონმა ჩეინიმ თქვა დაარღვია რუსეთმა იმით, რომ საქართველოში შეიჭრა.

XS
SM
MD
LG