ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევრო პარლამენტმა რუსეთს მიმართა შეასრულოს ყველა მოთხოვნა


ევრო პარლამენტმა რუსეთს მიმართა შეასრულოს ყველა მოთხოვნა და გაიყვანოს ძალები საქართველოდან.

დღეს გამოტანილ რეზოლუციაში ევრო პარლამენტმა მოსკოვს მოუწოდა სასწრაფოდ დაასრულოს საქართველოდან თავისი ძალების გაყვანა და შეამციროს სამხედრო კონტიგენტის რაოდენობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

ამ ფონზე, ამერიკის ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი აზერბაიჯანში ჩავიდა. მოგვიანებით იგი საქართველოში ჩავა. ჩეინის ვიზიტი იქ საქართველოსთვის მხარდაჭერის გამოხატვას ისახავს მიზნად რუსეთის ანექსიის დროს.
აშშ ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი რეგიონში წინ უსწრებს ამერიკის მიერ ერთ მილიარდ დოლარიან ეკონომიკური დახმარების გამოცხადებას, რაც საქართველოს აღდღენით სამუშაოებში დაეხმარება რუსეთის სამხედრო მოქმედებების შემდეგ.
აზერბაიჯანსა და საქართველოში ჩეინი, როგორც მოსალოდნელია ენერგეტიკის საკითხებზეც ისაუბრებს.

XS
SM
MD
LG