ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა რეალობების წინაშე დგას საქართველო?


დღევანდელ საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებზეა გათვლილი - ცალმხრივია. პროგნოზები და არა მხოლოდ პროგნოზები მხოლოდ ერთი მიმართულებით კეთდება. რეალური დრო და აგრეთვე პერსპექტივა იძლევა საშუალებას, რომ გვქონდეს ოპტიმისტური განწყობები. მაგრამ, იმისათვის რომ არა მხოლოდ სავარაუდო შესაძლებელის რეალობაში ვიარსებოთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ პროცესების განვითარების რა მიმართულებები არსებობსc

ჩვენს კითხვას რესპუბლიკური პარტიის წევრი ბატონი ლევან ბერძენიშვილი პასუხობს.

ლევან ბერძენიშვილი – განვითარების სცენარი შიძლება იყოს ბევრნაირი. რეალურ პოლიტიკაში უნდა განხილული იყოს ყველა ვარიანტი, მათ შორის ისეთებიც, რომელიც არავითარ იმედებს არ აღძრავს. საქართველოს შიდა პრობლემების მიუხედავად არსებობს დამატებითი პრობლემები - საქართველოს სახელმწიფოებრიობის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ქვეყანა არის ამჟამად ოკუპირებული. თუკი ოკუპანტები შეწყვეტენ ჩვენს ტერიტორიებზე ასეთ ტარეშს, ეს უკვე დამაიმედებელი სცენარია, მაგრამ ის საშიშროებაც არის, რომ ამ სამხედროებმა დაიწყონ იმ ბაზების ათვისება, რომელზეც მანამდე იდგნენ. ამ სცენარს არავინ არ განიხილავს, იმედით - რომ რუსეთი ამას არ იკადრებს, მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრი იკადრა. ასევე, აღიარებულ ტერიტორიებთან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვიცით მაგალითად სომხეთის პოზიცია და სომხეთმა მოულოდნელად რომ სცნოს ეს რესპუბლიკები და მოხდეს ესკალაცია სამხრეთ საქართველოში, არც ეს არის გამორიცხული. ყველაზე კარგი იქნება რუსეთმა დაიკავოს ის ტერიტორია, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ვერ აკონტოროლებს და დატოვოს ის ტერიტორიები, რომელსაც აქამდე ჩვენ ვაკონტროლებდით. გუშინ მაგალითად იყო მითოლოგიური ზეიმი, სადაც წაგებულები ზეიმობდნენ მოგებას. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ევროპის ჩარევით რუსეთი დაიკავებს იმ ტერიტორიებს, რომელსაც ჩვენ ვერც 6 აგვისტომდე ვაკონტროლებდით და ამას დამატებული კოდორი და ახალგორის რეგიონი. სამწუხაროდ მე არც იმის იმედი მაქვს, რომ აქ მყოფი დევნილების დაბრუნება მოხდება თავის სახლებში ან კი იმ ტერიტორიაზე, რომელიც დატოვეს. და სამწუხაროდ საქართველო ვერ აღადგენს იმ სტატუსქვოს, რომელიც ქონდა. მაგრამ ოპტიმისტური პროგნოზი იმაში მდგომარეობს, რომ ევროპამ საქართველო შესაძლებელია დაინახოს, როგორც თავისი ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არაფერი არ შეიცვლება, ის ყველა შემთხვევაში გულშემატკივრობს საქართველოს. მაგრამ, ევროპული მიდგომა ჩემთვის უფრო ახლობელია, რომელიც დემოკრატიიზაციისაკენ მეტად გვაიძულებს წასვლას.

XS
SM
MD
LG