რუსეთის
საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში ჩავიდა ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულების ირგვლივ
სასაუბროდ.
რუსეთის
საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თურქეთში ჩავიდა ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულების
ირგვლივ სასაუბროდ. სტამბულში ლავროვი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ალი
ბაბაჯანს შეხვდა. გუშინ თურქეთმა საზღვარზე რუსული იმპორტის სკრუპულოზური
შემოწმება დაიწყო იმის საპასუხოდ, რომ რუსებმა თურქული სატვირთო ავტომობილები
შეაჩერეს. რუსეთმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც თურქეთმა საქართველოს
დასახმარებლად გამოსულ ამერიკულ სამხედრო ხომალდებს დარდანელისა და ბოსფორის
ყურეების გავლით შავ ზღვაში შესვლის ნება დართო. რუსეთი თურქეთის
უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, ვინაიდან თურქეთი დამოკიდებულია რუსული გაზის იმპორტზე.
თურქეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა კურშად ტუზმენმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ
შემოღებული ახალი საბაჟო წესები თურქეთს
სამი მილიარდი დოლარი შეიძლება დაუჯდეს.