ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ირანზე ნებისმიერი სახის დარტყმა მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება", აცხადებს ირანელი გენერალი


ირანზე ნებისმიერი სახის დარტყმა ახალი მსოფლიო ომის დასაწყისი გახდება , აცხადებს ირანელი ბრიგადის გენერალი მასუდ ჯაზაიერი.

მან ეს განცხადება დღეს გააკეთა. მისივე თქმით აშშ-ისა და სიონიზმის შეუზღუდავი სიხარბე მსოფლიოს უფსკრულში გადაჩეხავს. მანვე განაცხადა რომ თუ ირანზე განხორციელდება თავდასხმა პირველ რიგში მოისპობა ხელოვნურად შექმნილი რეჟიმები. აშშ-სა და ირანს შორის საკმაოდ დაიძაბა მდგომარეობა ირანის ბირთვულ პროგრმასთან დაკავშირებით. ირანი ამტკიცებს რომ მისი ატომური პროგრამა მას მშვიდობიანი მიზნებისთვის სჭირდება. აშშ-ი და მისი მოკავშირეები ირანს ბრალად სდებენ მცდელობას საკუთარი ბირთვული იარაღი შეიმუშაოს. ისრაელს მიაჩნია რომ ბირთვული იარაღით შეიარაღებული ირანი ისრაელის არსებობას უქმნის საფრთხეს. ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა ივნისში ფართე მასშტაბის წვრთნა ჩაატარა, რაც საყოველთაოდ იქნა აღქმული როგორც ირანის ბირთვულ ობიქტებზე შესაძლო დარტყმისათვის მზადება.

XS
SM
MD
LG