ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთისადმი სანქციების დაწესება


რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი ევროკავშირს მოუწოდებს არ მიაქციოს ყურადღება საქართველოს მოწოდებას რუსეთისადმი სანქციების დაწესებაზე. გერმანული სატელევიზიო სადგურ აერდესადმი მიცემულ ინტერვიუში პუტინმა ევროკავშირს მოუწოდა რაციონალურად და ობიექტურად შეაფასოს საქართველოში განვითარებული მოვლენები. მან საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დასდო ბრალად კონფლიქტის დაწყება და აშშ-ი გააკრიტიკა საქართველოს ხელმძღვანელობისადმი მხარდაჭერისათვის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა რომ შეწყდა საქართველოს ყველა სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტებზე რუსეთის მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემა.

საქართველომ უკვე განაცხადა რომ მან გასწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და აუქმებს მასთან ყველა ორმხრივ სამშვიდობო შეთანხმებას.

რუსეთი აცხადებს რომ იგი დახურავს მის საელჩოს თბილისში. შენარჩუნებულია ურთიერთობა საკონსულოების დონეზე.

XS
SM
MD
LG