ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პიტერ ჰაინლაინი თბილისიდან მოგვითხრობს


დღესდღეობით, რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიის უფრო დიდ ნაწილს აკონტროლებენ, ვიდრე ერთი თვის წინ.

ამ დროს ისმის კითხვა:

როგორ შეიძლება ვაიძულოთ უცხოელ დამპყრობლებს გავიდნენ ქვეყნიდან?

ამ ფონზე, ქართველი ოფიციალური პირები ღიად ხუმრობენ მოსკოვის დიპლომატიური იზოლაციის გამო, მაშინ როცა მოსკოვის მეგობრებიც კი უარს აცხადებენ ორი სეპარატისტული რეიგონის აღიარებაში დაუჭირონ კრემლს მხარი.


ამერიკის ხმის კორესპონდენტი პიტერ ჰაინლიანინი ამ წუთებში თბილისში იმყოფება.

იგი მოგვითხრობს:

საქართველოს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

რუსეთმა მკაცრად შეუთვალა დასავლეთს რომ საქართველოს უნდა ჩამოშორდეს.
უკვე არსებობს ეჭვები იმის თაობაზე რომ ევროპასა და აშშ პოლიტიკური ნება არ აქვთ რუსეთს უკან დახევა აიძულონ.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანადძე, რომელიც ამჟამად მთავრობას აკრიტიკებს, აცხადებს, რომ შეცდომა იყო რუსეთის პროვოცირება სამხრეთ ოსეთში.


“როცა მე ვთქვი, რომ ჩვენ ქართველები გამარჯვებულები არ ვართ მეთქი ამ კონფლიქტში, ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ რუსეთმა წარმატებას მიაღწია.

მოსკოვმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი ნამდვილი სახე, რომ ჟანდარმის როლი ურჩევნია საერთაშორისო ურთეიროთბებში და არა წევრისა, რომელსაც პატივს სცემენ.”


პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ მან ბევრ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი თავის ხალხს როცა ეს კონფლიქტი დასრულდება.

მოკლე ვადიან პერსპექტივაში კი თითქმის ყველა თანხმდება იმაში რომ კრემლის სიძულვილმა სააკაშვილისადმი საქართველოს პრეზიდენტს კიდევ უფრო გაუმყარა პოზიციები შინ.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი რუსეთმა ნამდვილად მიაღწია წარმატებას იმით, რომ საქართველოში არასტაბილური სიტუაციის კერები შექმნა.


“თავის დროზე, მე მგონია რომ საქართველოში პროტესტების ახალი ტალღა აგორდება.

თუ რამდენად გადაურჩება ამ პროტესტებს დღევანდელი მთავრობა, ეს ჯერ კიდევ სანახავია.

თუმცა მოსალოდნელია რომ შიდა პოლიტიკურ არასტაბილურობას ადგილი ექნება. “


მიუხედავად ამისა, ქართველები უფრო იმედიანად არიან განწყობილები იმასთან დაკავშირებით, რომ საბოლოო ჯამში რუსეთთან დაპირისპირების შემდეგ, შედეგი მაინც ქართველებისთვის მომგებიანი იქნება.

და კიდევ ერთი:

ყველა ის სახელმწიფო დასავლეთში, რომელსაც აქამდე დავიწყებული ჰქონდა კავკასია, ახლა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას აღიარებს.

ორშაბათს ევროკავშირი საგანგებო სესიას მართავს რათა განიხილოს რუსეთის ინტერვენცია საქართველოში.

აშშ-მ უკვე ჩადო ამ კონფქლიქტის შედეგების შესამსუბუქებლად მილიონობით დოლარი ჰუმანიტარულ დახმარებში.

ამერიკამ იქ უკვე მიავლინა მაღალჩინოსანი პოლიტიკოსები, მათ შორის სახ. მდივანი კონდოლიზა რიასი და დემოკრატიული პარტიის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი.

ამჟამინდელი ვიცე პრეზიდენტი კი თბილისში მომავალ კვირას ჩავა.


საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ კრიზისის შედეგად საქართველოს მთავრობა იძულებული იყო დაეჩქარებინა დასავლურ ორგანიზაციებზე ორიენტაცია.


“ბოლო დრომდე, პრიორიტეტი იყო ნატოში გაწევრიანება.

ევროკავშირში წევრობა არ ყოფილა ასეთი დონის პრიორიტეტი.

მაგრამ ახლა, იმის შემდეგ რაც მოხდა და რადგანაც ევროკავშირი ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროცესებში, საქართველოში ვფიქრობ რომ ევროპის ძალა ბევრად უფრო გაიზარდა.

ამიტომაც, საქართველო უფრო სერიოზულად იმუშავებს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.”

დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ბევრად უფრო დარწმუნებულია იმაში, რომ სწორი იყო რუსეთთან დაპირისპირება და რომ საქართველოს მთავრობა კარგად გაართმევს თავს კრიტიკას.

“მე მზად ვარ ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო.

მე ვერ ვხედავ რაიმე დიდ შეცდომას ჩვენი მხრიდან

ან იმ პრინციპებისგან გადახვევას, რომლებსაც ჩვენ ბოლო ოთხი წელია ვემსახურებით.

ჩვენ არ გვსურს რუსეთთან დაპირისპირება, მაგრამ რუსეთს ნამდვილად უნდა საქართველოს დაპყრობა.

ამ დროს გეკითხებით:

ჩვენ არ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი?”

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ლომაია აცხადებს, რომ საერთაშორისო რეაქციამ, მოსკოვი წესით უნდა დააფიქროს თავის მოქმედებებზე:

“რუსეთმა ფაქტობრივად სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოიქცია თავი.

ეს, რა თქმა უნდა სულაც არ უნდა იყოს მათთვის სასიამოვნო.

დარწმუნებული ვარ, რომ მათი სურვილი- იგივე გააკეთონ სხვა მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ, დამოკიდებულია საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციაზე რუსეთის ქმედებების მიმართ და იმაზე, თუ რა რეაგირებას მოახდენენ უცხოეთის სახელმწიფოები კრემლის მოქმედებებზე.”

დიდი დატვირთვა აქვს ორშაბათს ევროკავშირის ლიდერების შეხვედრას.

შეხვედრაზე ისინი გადახედავენ რუსეთთან არსებულ ურთიერთობებს.

მიუხედავად პარიზიდან მომავალი

ცნობებისა რომ სანქციების დაწესება ალბათ არ მოხდება რუსეთის წინააღდმეგ, ქართველებს მაინც აქვთ იმედი რომ კრემლს მოუწევს ანექსიაზე პასუხის გაცემა.

პოლიტიკური მიმომხილველი არჩილ გეგეშიძე ვარაუდობს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებით და ნატოს გაფართოებით აღმოსავლეთით რუსეთმა სამაგიერო საქართველოში, სამხედრო მოქმედებით გადაიხადა

ბატონი გეგეშიძე ამბობს, რომ ან რუსეთი მოიგებს და ამით დასავლეთი დაეცემა, ან არადა დასავლეთი გაიმარჯვებს და რუსეთი დამარცხდება.

ქართული მხარე აცხადებს, რომ ევროპა და აშშ უნდა გაერთიანდნენ რუსეთის წინააღმდეგ და თუ მართლაც გადაიდგმება ნაბიჯები საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად

და შესატყვისი დახმარებაც ჩამოვა ქვეყანაში, მაშინ ამჟამინდელი კრიზისის შედეგები შესაძლოა დრამატულად გაუმჯობესდეს.

თუმცა ანალიტიკოსები ფიქრობენ იმასაც რომ ამ სიტუაციაში ბევრი კითხვის ნიშანია.

XS
SM
MD
LG