ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომი და მედია


ომის პირობებში მედიას ერთერთი ყველაზე საპასუხიმგებლო ფუნქცია აქვს, თუმცა ძალიან ხშირად ად არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, მედიის წარმომადგენლები ამ ფუნქციას ივიწყებენ. სამწუხაროდ დიდი ხანია არსებობს "ომის ჟურნალისტიკა", რომელსაც ნორვეგიელი კონფლიქტოლოგი იოჰან გალტუნგი ასე აღწერს: "ომის ჟურნალისტიკა, (აქ იგულისხმებიან ის ჟურნალისტები, რომელნიც მიმდინარე ომს აშუქებენ), წააგავს სპორტის ჟურნალისტიკას, სადაც ფოკუსირება ხდება გამარჯვებაზე, როგორც ერთადერთ შესაძლო გზაზე. თამაში სადაც ერთი მხარე აუცილებლად იმარჯვებს და მეორე მხარე აუცილებლად მარცხება". გალტუნგი ამბობს, რომ კარგი იქნება თუკი სამშვიდობო ჟურნალისტიკა დაემსგავსება ჯანმრთელობის ჟურნალისტიკას, ისაუბრებს ამ დაავადების მიზეზებზე და მოძებნის განკურნების გზებს, მის სასიცოცხლო გზებს, გენეტიკურ საფუძვლებს და ა.შ.

უკანასკნელი ქართულ-ოსური და რუსული კონფლიქტის დროს ქართულმა მედიამ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ექსტრემალურ რეჟიმში იმუშავა. დღეს ისევე როგორ მომხდარი კონფლიქტის, მედიის მუშაობაც შეფასებას და ანალიზს ითხოვს. ჩვენ კითხვით მივმართეთ მედია ექსპერტ, ნინო დანელიას. როგორია საერთაშორსო მედიის სტანდარტები ომის პირობებში და რამდენად შეასრულა ეს ფუნქცია ქართულმა მედიამ უკანასკნელი ომის დროს?

ნინო დანელია – როდესაც დაინახეს, რომ ომს აქვს თვისება დაყოს საზოგადეობა რამდენიმე ნაწილად და მედია იქცევა პროპაგანდის ძალიან ეფექტურ იარაღადმ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ამაზე ლაპარაკი. იმისათვის, რომ ეს თავიდან აეცილებინათ, შეიქმნა მედიის თავისუფლების კომისია და ეს კომისია დაფიქრდა იმაზე, თუ რა ფუნქცია უნდა შეასრულოს მედიამ ასეთ პირობებში და როგორ უნდა დარჩეს ის თავის პროფესიონალურ სტანდარტებში. მედია უნდა ცდილობდეს თავისი უპირველესი ფუნქციის შესრულებას, რაც არის სრული ინფორმაციის მიწოდება, რომ მაყურებელი არ დარჩეს მოტყუებული. კომისიამ უთხრა სახელწიფოსაც, რომ მედიის მუშაობაში, თუნდაც ომის დროს რაც შეიძლება ნაკლებად ჩაერიულიყო მის მუშაობაში. მაგალითად, ამერიკულ მედიას აკრიტიკებენ სწორედ იმის გამო, რომ 11 სექტემბრის შემდეგ, ამერიკულმა მედიამ გამოაცხადა ერთგვარი მორატორიუმი სახელმწიფოსთან და ყველანი ერთად გაერთიანდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ. ზოგადად ომს ასეთი მიდგომარეობა ახასაითებს და არავინ არის დაზღვეული რომ წამოეგოს ამ ემოციურ ანკესს. ასე, რომ ეს ნამდვილად არ არის, მხოლოდ ჩვენი დამახასიათებელი თვისება. საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ქართული საზოგადოება მედიისგან მოკლებული იყო იმ მთავარ მომსახურებას, რაც არის მოსახლეობის ინფორმირება სრულად. მე გავიხსენებ პირველ დღეებს, როდესაც ქართული მედია ამბობდა - რომ სიმაღლეები იყო ქართული ჯარის ხელში და იმ საღამოსვე აღმოჩნდა, რომ გორიდანაც კი გახდა აუცილებელი ხალხის ევაკუაცია. ასევე ის 4 ჟურნალისტი, რომელიც ცხინვალში მოყვა სროლის ქვეშ და მათგან 2 დაიღუპა – გადარჩენილებმა განაცხადეს, რომ მათ არ იცოდნენ, რომ ცხინვალში შესვლა იყო საშიში. არ იცოდნენ და ვერ არჩევნდნენ მოქალაქეები ერთმანეთისგან სამოქალაქო და სამხედრო თვითმფრინავებს. ეს ძალიან დიდ პანიკას თესავდა. ამ შემთხვევაში შედარებით უსაფრთხოდ ხალხმა თავი იგრძნო მაშინ, როდესაც აქტიური ცეცხლი შეწყდა და ხელი მოეწერა ე.წ. 6 პუნქტიან დოკუმენტს.

- იმედი ვიქონიოთ, რომ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მომხდარი 5 შეიარაღებული დაპირისპირება, ომი, მომავალში მეტ გამოცდილებას მისცემს ქართული მედიის წარმომადგენლებს და ისინიც საკუთარ პასუხისმგებლობას იგრძნობენ. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ კითხვებს პასუხობდა მედიის მკვლევარი, ექსპერტი ნინო დანელია.

XS
SM
MD
LG