ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის თავის მოტყუება


გაზეთ ვაშინგტონ პოსტმა გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი სახელწოდებით "რუსეთის თავის მოტყუება'. სტატიაში კერძოდ ნათქვამია.
"იმით რაც მედევედევნა ახლახანს გააკეთა გამოავლინა ის მედიდური და ავანტიურისტული მიდგომა, რომელიც როგორც სჩანს დღევანდელ კრემლში სუფევს. ყველაზე განსაცვიფრებელია ის თუ როგორ აკეთებენ რუსი ოფიციალური პირები განცხადებებს, რომლებიც აშკარა სიცრუეა და რა ადვილია ამ სიცრუეში მათი მხილება. მედვედევი დაჟინებით აცხადებს თავის ინტერვიუებში, რომ სამხრეთ ოსეთში საქართველოს შეიარაგებულმა ძალებმა გენოციდი ჩაიდინეს. მაგრამ თვით რუსეთის ოფიციუალური კომისიის მონაცემების თანახმად სამხრეთ ოსეთში მხოლოდ 133-ი კაცი დაიღუპა.

ამ ფონზე საინტერესოა ადამიანის უფლებების ქომაგთა ჯგუფების დამოუკიდებელი გამოკვლევები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ ოსეთში და ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდებარე ქართულ სოფლებში ადგილი ჰქონდა სასტიკ ეთნიკურ წმენდას და ათასობით მშვიდობიანი მოსახლე იყო მოკლული ან განდევნილი რუსეთის აგრესიის შედეგად. მედვედევი ამტკიცებს, რომ მას არ დაურღვევია ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელსაც კრემლმა ორი კვირის წინ მოაწერა ხელი. ამ შეთანხმებაში არის პუნქტი, რომლის თანახმად უნდა დაწყებულიყო საერთაშორისო მოლაპარაკება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსის ირგვლივ. ეს მოლაპარაკება ვერ შედგა, რადგანაც მედვედევმა მოულოდნელად აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. მედვედევი დაჟინებით აცხადებს, რუსული ჯარი გაიყვანეს ფოთიდან რომ რუსები აღარ აკონტროლებენ ფოთს, მაგრამ ამ სიცრუის შემოწმება ძალზე ადვილია, რადგანაც ყველა ხედავხს იმას რომ რუსები მთელს ქართულ ტერიტორიაზე ინარჩუნებენ საკონტროლო გამშვებ პუნქტებს. იგივე მედვედევი აცხადებს, რომ ამერიკული სამხედრო გემებით საქართველოში იარაღი და არა ჰუმანიტარული დახმარება შეაქვთ, რაც როგორც სასაცილო ისე უარყო თეთრმა სახლმა.

როდესაც მედვედევს ჟურნალისტებმა ჰკითხეს იქნება თუ არა მომავალში მიმართული რუსეთის აგრესია სხვა მეზობელი სახელმწიფოებისადმი როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა და ბალტიისპირეთის ქვეყნები მან ასე უპასუხა მილიონობით რუსი ცხოვრობს რუსეთის საზღვრების მიღმა და მას როგორც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს უფლება აქვს დაიცვას რუსეთის მოქალაქებები სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ბიბისის მან კერძოდ უთხრა:'განსაზღვრულ შემთხვევებში მე სხვა გამოსავალი არ მრჩება გარდა იმისა, რომ მივმართო მსგავს მოქმედებას." მათ ვინც დასავლეთში ბრალს სდებს საქართველოს და ბუშის ადმინისტრაციას აწმყო კრიზისისათვის კარგად უნდა დაუკვირდნენ ამ სიტყვებს. ეს არის იზოლიაციაში მოქცეული ავტორიტარული მთავრობის რიტორიკა, რომელიც აღტკინებულია ამ თითქოსდა გამარჯვებით და რომელიც თავს იტყუებს იმით, რომ შესძლებს თავისი იმპერიის აღდგენას. იგი დარწმუნებულია, რომ დასავლეთი ძალზე დასუსტებული და დანაწევრებულია იმისათვის რომ სიტყვების მაგივრად მოქმედებას მიმართოს. თუ არაფერს გავაკეთებთ რუსეთის სესაკავებლად იგი არასოდეს არ დატოვებს საქართთველო და საქართველო მხოლოდ დასაწყისი იქნება.

XS
SM
MD
LG