ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დღეს


მართლმადიდებელი სამყარო დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წირვა-ლოცვა სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

წირვის შემდეგ პატრიარქმა იქადაგა. ილია მეორემ მრევლი გაამხნევა და აღნიშნა, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველოს შემადგენლობაში. პატრიარქმა მრევლთან ერთად საქართველოს გამთლიანების მცირე ლოცვაც წარმოთქვა.

ნაწყვეტი ილია მეორის ქადაგებიდან – ყოველ დღე ჩვენ უნდა შევთხოვოთ უფალს დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო. არის მოკლე ლოცვა: "უფალო დიდება შენდა, დაგვიბრუნე აფხაზეთი და სამაჩაბლო წყალობითა შენითა. ამინ". ჩვენმა მორჩილებმა დაწერეს ცოტა ვრცელი ლოცვა, რომელსაც შემდეგ დაგირიგებთ. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორე, რომ ვერავითარი მტერი ვერ გასტეხს საქართველოს. საქართველო ძლიერია, იყო და იქნება მთლიანი და ერთიანი. პირველ სექტემბერს, მთელი მსოფლიო გამოეხმაურება საქართველოს და ჩვენს მხარეს დადგება და შეიქმნება ცოცხალი ჯაჭვი, ხალხი შექმნის ამ ცოცხალ ჯაჭვს, გეძლევათ ლოცვა კურთხევა თქვენც მიიღოთ მონაწილოება და თან უნდა ილოცოთ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ძველი სიბრძნე, "წყალი მიდგება მოდგება თავის საგუბარში ჩადგებაო". აფხაზეთი და სამაჩაბლო იყო და დარჩება საქართველოს შემადგენლობაში. ღმერთმა დაგლოცოთ. ჩვენთან არს ღმერთი.

- ქადაგებაზე მისული მრევლი ერთხმად აცხადებდა, რომ დღეს ისინი ღმერთს ევედრებიან საქართველოს გამთლიანებას. მართლმადიდებლურ დღესასწაულს სიონის საკათედრო ტაძარში თბილისის მერი გიგი უგულავაც ესწრებოდა.

გიგი უგულავა – ღვთისმშობლის მიძინება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაულია. იყოს ეს მშვიდობის, ბედნიერების და გამთლიანების მომტანი. განსაკუთრებით იმ დაზარალებული ადამიანისთვის და მინდა მათ მივულოცო და შემდეგი მარიომობა აბსოლუტურად განსხვავებული ყოფილიყოს მათთვის.

- ცხინვალის რეგიონიდან დევნილებიც ესწრებოდნენ სადღესასწაულო წირვას.

დევნილი სამაჩაბლოდან – ცხინვალიდან ვარ დევნილი და მიხარია, რომ დღეს შევხდი ტაძარში და ვნახე ილია მეორე. ვისურვებდი რომ მომავალ წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და ყველანი ვიყოთ ჩვენს სახლებში.

- ჩვენც ვულოცავთ მარიამობის დღესასწაულს მთელ საქართველოს და მშვიდობას ვუსურვებთ.

XS
SM
MD
LG