ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული  გემი ”დალასი”  ბათუმშია.


ამერიკული სანაპირო დაცვის გემი "დალასი" ჰუმანიტარული დახმარებით ბორტზე ბათუმშია.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აცხადებს ამ რამოდენიმე დღეში დამატებითი ჰუმანიტარული ტვირთი ჩავა ბათუმში. ამ ფონზე რუსეთი აცხადებს რომ იგი იცავს ცეცხლის შეწყვეტას საქართველოში. გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან დღეს შემდგარ სარტელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა რომ კრემლი კვლავაც დაიცავს ცეცხლის შეწყვეტას. მერკელმა გააკრიტიკა რუსეთის გადაწყვეტილება ეგრედწოდებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ.

როგორც კრემლი ამტკიცებს ლიდერების საუბარი ძირითადად ეხებოდა საფრანგეთის ინიციატივას ცეცხლის შეწყვეტაზე. როგორც გერმანელი ოფიციალური პირები აცხადებენ ქალბატონმა მერკელმა დაჟინებით მოითხოვა ცეცხლისშეწყვეტის პრაქტიკულად გატარება. ბრიტანეთის საგრეო საქმეთა მინისტრი დეივიდ მილიბანდი უკრაინაშია რათა მოლაპარაკება იქონიოს საქართველოს ოკუპაციის შესახებ. კიევში მან განაცხადა რომ ახლა რუსეთს აწევს იმის პასუხისმგებლობა დაიწყებს თუ არა ახალ ცივ ომს.

XS
SM
MD
LG