ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ჰელსინკის შეთანხმებებს არღვევს


რუსეთის პარლამენტის მიერ მედვედევისადმი მიმართვის მიღებაზე კომენტარი გააკეთა მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ადამიანის უფლებათა ქომაგმა ლუდმილა ალექსეევამ. ამერიკის ხმასთან საუბარში მან განაცხადა რომ ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის ცნობა წარმოადგენს ჰელსინკის შეთანხმებების დარღვევას. ჰელსინკის დოკუმენტზე ხელისმომწერი სახელმწიოფები აღიარებენ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის საზღვრების ხელშეუვალობას. ქალბატონმა ალექსეევამ პარლამენტის ეს გადაწყვეტილება როგორც ძალზე უპასუხისმგებლო ისე დაახასიათა, მან კერძოდ თქვა:

თუკი თვით გამოცხადებული რომელიმე რესპუბლიკის პრეზიდენტი , რომელსაც მსოფლიოს არცერთი სახელმწიფო არ ცნობს, რაღაც ინიციატოივით გამოდის ეს სულაც არ უნდა ნიშნავდეს იმას რომ რუსეთის ფედერაციის საბჭომ ამ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ რეკომენდაცია უნდა გააკეთოს.

მისივე თქმით თუ მაგალითად ვიღაც რაღაცას იპარავს ან რაღაც სისულელეს სჩადის არ უნდა ნიშნავდეს იმას რომ რუსეთის სახელმწიფომაც უნდა მოიპაროს ან რაღაც სისულელე ჩაიდინოს. რუსეთის ითვლება საბჭოთა კავშირის კანონმემკვიდრედ, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საზღვრების შენარჩუნებას რათა ამით გარანტირება მოეხდინა აღმოსავლეთ ევროპაზე მისი გავლენისათვის.


XS
SM
MD
LG