ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამამ ვიცე პრეზიდენტის კანდიდატურად სენატორი ჯო ბაიდენი დაასახელა


ამერიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ბარაკ ობამამ ვიცე პრეზიდენტის პოსტზე სენატორი ჯოე ბაიდენი დაასახელა.

ბაიდენი სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა. იგი დელავერის შტატიდან არის და ამერიკის სენატში 36 წელია მსახურობს.

ექსპერტები ამ დროს აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენის ვიცე პრეზიდენტის კანდიდატად დასახელებით, ბარაკ ობამა ცდილობს წერტილი დაუსვას რესპუბლიკელი კანდიდატის ჯონ მაქეინის მუდმივ შეგონებებს რომ ობამა გამოუცდელია საგარეო საქმეთა საკითხებში.

ბაიდენი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოდან.

მან განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია და საქართველოში დაწყებული ომი მარტო ერთი ქვეყნის პრობლემა არ არის და რომ კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო, დამოუკიდებელი სამშვიდობო ძალები უნდა განლაგდნენ.

რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის ჯონ მაქეინის ოფისმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ჯო ბაიდენი აქამდე ბატონი ობამას მკაცრი ოპონენტია იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

XS
SM
MD
LG