ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეს აგრესია ბევრით წააგავს და ბევრით კი განსხვავდება 1921 წლის აგრესიისგან


გაზეთ ვაშინგტონ პოსტში ოცდაერთ აგვისტოს დაიბეჭდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნოე ჟორდანიას ვაჟიშვილი რეჯებ ჟორდანიას სტატია, რომელიც საქართველოში შექმნილ სიტუაციას განიხილავს. ზაქარია კიკნაძემ ინტერვიუ ჩამოართვა სტატიის ავტორს. ბატონო რეჯებ რამ გაიძულათ ამ სტატიის გამოქვეყნება? რას ეტყოდით ამერიკის ხმის ქართველ მსმენელებს? ვკითხეთ ბატონ რეჯებს.

სტატიის დაბეჭდვის მთავარი მიზწეზი ის იყო, რომ ამერიკელების უმრავლესობა პრობლემას კარგად არ იცნობს. ისინი არ უწყიან საქართველოს ძველ ისტორიას და რუსეთთან ურთიერთობას. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ აქა-იქ ყურს მოკრავთ ისეტ მოარულ აზრს, რომ თითქოს ომი საქარტველოს ქმედებამ გამოიწვია და ამაში კი დამნაშავე ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაა. მე მიმდოდა ამერიკელებისთვის ის მომეთხრო, რომ აგერ უკვე ორასზე მეტი წელია რაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ილაშქრებს. მოგვახსენა ბატონმა რეჯებმა.

ჩვენს კითხვაზე თუ წააგავს დღევანდელი აგრესია 1921 წლისას. ბატონმა რეჯებმა გვიპასუხა:
ეს აგრესია ბევრით წააგავს და ბევრით კი განსხვავდება 1921 წლის აგრესიისგან. მაშინ, როდესაც მამაჩემი საქართველოს პრეზიდენტი იყო, საქართველო არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, მაგრამ წითელმა რუსეთმა მაინც იერიში მიიტანა მასზე. გვითხრა ბატონმა რეჯებმა. მისი სიტყვებით. დღევანდელი სიტუაციისგან განსხვავებით, საქართველოში სეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე რუსეთმა და საქართველომ თავდაუსხმელობის ხელშეკრულებასაც კი მოაწერეს ხელი. ახლა კონფლიკტის ესკალაცია დიდი ხნის განმავლობაში ხდებოდა. ახლა მსოფლიო საზოგადოებრიობა მყისვე გამოეხმაურა კრიზისს და სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები თუ მნიშვნელოვანი წარმომადგენლები უმალ ესტუმრნენ თბილისს. მათ მყისვე ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს და შეიძლება ითქვას, რომ სადრეისოდ რაღაც მაინც გაკეთდა.

როგორ ფიქრობთ გააგრზელებს თუ არა რუსეთი აგრესიას და ეცდება თუ არა საქართველოში საოკუპაციო ჯარის დატოვებას? ვკითხეთ ჩვენ ბატონ რეჯებ ჟორდანიას.

მე ისევე სემიძლია ვიწინასწარმეტყველო, როგორც თქვენ. თუმცა ჩემი აზრით უარეს სემთხვევაში რუსეთი საქართველოს მხოლოდ მცირე ნაწილის ოკუპაციის განხორციელებას შესძლებს.

ბატონო რეჯებ. რა შეიძლება მოიმოქმედოს დასავლეთმა სიტუაციის დასარეგულირებლად? მივმართეთ ჩვენ რესპონდენტს.

ნამდვილად არ ვიცი. ალბათ დასავლეთმა რაიმე დიპლომატიური ნაბიჯები უნდა გადადგას. მე კი ვისურვებდი, რომ რუსეთის ჯარმა რაც შეიძლება ჩქარა დატოვოს საქართველო, ხოლო რუსი სამსვიდობოები აფხაზეთსა და ეგრეთწოდებულ სამხრეთ ოსეთსი საერთასორისო სამსვიდობო კონტინგენტით შეიცვალოს. მაგრამ ბუნებრივია რეალურად ეს ასე მარტივად არ მოხდება.

რას ურჩევდით დასავლეტის მტავრობებს? ვკითხეტ ცვენ ბატონ რეჯებს.

სულ ახლახანს მე სატელეფონო საუბარი მქონდა ცემს სიძესთან საქარტველოს ჯანდაცვის მინისტრთან სანდრო კვიტაშვილთან.

მან მითხრა, რომ რუსები ხელს უსლიან ომით დაზარალებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების სეტანას. რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფი ოსი და აფხაზი სეპარატისტების ბანდები კი ძარჩვავენ და აცანაგებენ რუსების მიერ ოკუპირებულ მიდამოებს, ხოცავენ ხალხს და ასე შემდეგ. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ახლა საქართველოს დამონებას რუსეთი ვეღარ შესძლებს.

ბატონო რეჯებ მოუწოდებდით თუ არა მსოფლიოს სამხედრო ინტერვენციისკენ საქართველოში? ვკითხეთ ჩვენ ბატონ რეჯებ ჟორდანიას.

მან გვიპასუხა, რომ იგი რეალისტია და ეს ალბათ არ მოხდება.

XS
SM
MD
LG