ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“დასავლეთი დაბნეულია იმით თუ ვინ მართავს რუსეთს” 


მსოფლიო პრესაში გრძელდება საქართველოში რუსეთის აგრესიის ირგვლივ ანალიტიკური მასალის განთავსება. აი რას წერს გაზეთი ნიუ იორკ თაიმსი სტატიაში, რომელსაც ეწოდება "დასავლეთი დაბნეულია იმით თუ ვინ მართავს რუსეთს"

როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მოსკოვში ჩავიდა საქართველოს კრიზისის მოსაგვარებელი ხელშეკრულების რუსეთის მხარისათვის გასაცნობად, მას დიმიტრი მედვედევი საკმაოდ აუღელვებლად დახვდა და კრიზისის მოგვარებისთვის მზადყოფნა და საკუთარი ინიციატივებიც კი წარმოაჩინა.

თუმცა სულ სხვა იყო რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის ხედვა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა შემდეგ პრეზიდენტ ბუშს მოახსენა, რუსეთის პრემიერი გაცეცხლებული ჩანდა საქართველოს ქმედებით და ისეთი ანტიპატია გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, რომ სარკოზის შთაბეჭდილება შეექმნა, რომ პუტინისთვის ეს ომი პირად საქმეს წარმოადგენს. ნათქვამია სტატიაში.

საფრანგეთისა და ამერიკის პრეზიდენტებმა იბჭეს იმის შესახებ თუ როგორ მიუდგნენ რუსეთში სადღეისოდ არსებულ ორთავა ხელისუფლებას.

ამერიკისა და ევროპის ოფიციალური წარმომადგენლების აზრით უეჭველია ის, რომ სინამდვილეში რუსეთს ისევ ვლადიმირ პუტინი მართავს და სწრორედ ის მართავს საომარ მოქმედებებს. აღნიშნავენ ნიუ იორკ თაიმსში განთავსებული ამ სტატიის ავტორები.

თუმცა დასავლეთი იცავს დიპლომატიურ პროტოკოლს და მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტთან მედვედევთან აწარმოებს.

"ეს ძალზე უცნაური წყვილია". ამბობს ფრანგი ოფიციალური პირი მედვედევისა და პუტინის შესახებ.

ამერიკელები კი ამბობენ, რომ მათაც ჯერ-ჯერობით ვერ გაურკვევიათ ის თუ როგორია ძალაუფლების ბალანსი რუსეთში. ისიც საკითხავია საერთოდ განსხვავდება თუ არა რუსეთის ორი ლიდერის პოლიტიკური შეხედულებები. არ არის გამორიცხული, რომ ისინი კარგად ცნობილი კეთილი და ბოროტ პოლიციელის როლების თამაშით არიან დაკავებულნი.

მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი მედვედევმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერა, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია ტუ როდის აპირებს რუსეთი ჯარის გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან. ზოგი ამერიკელი ექსპერტი ფიქრობს, რ ომ მედვედევის გადაწყვეტილება პუტინმა არ მიიღო, რომელიც არ ეთანხმება მედვედევის ხედვას და არ მიიჩნევს, რომ ომის შედეგად რუსეთის ეკონომიკა და ვაჭრობა დაზარალდება.

"ჩვენ პუტინის ომი და მედვედევის მშვიდობა მივიღეთ. ნათელია, რომ საქმეს პუტინი უძღვება. ეს კი ძალზე ართულებს საქმეს". ამბობს ვაშინგტონის რუსეთისა და ევრაზიის საკითხთა შემსწავლელი საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი სარა მენდელსონი.

ამ მოსაზრებას შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსიც იზიარებს. ნათქვამია ნიუ იორკ თაიმსში განთავსებულ ამ სტატიაში.

ევროპა უკმაყოფილებას გამოხატავს რუსეთის მიერ საქართველოდან ჯარის არ გაყვანის გამო. დასავლეთს არ სურს რუსეთთან ახალი დაპირისპირება. ამერიკამ უკვე ცივი ომის დროინდელების მსგავსი განცხადებების კეთება დაიწყო. თუმცა ბევრი ევროპელი ლიდერი მაინც ტვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი ნაჩქარევად და დაუფიქრებლად მოიქცა და რუეთის მიერ დაგებულ ხაფანგში გაება. ნათქვამია იმავე გაზეთსი დაბეჭდილ მეორე სტატიაში.

"ჩვენ ვერ შევეგუებით რუსეთის მხრიდან საერთასორისო კანონმდებლობის ასეთ უგულვებელყოფას'. განაცხადა საფრანგეტის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა. თუმცა ევროპაში ბევრი თვლის, რომ სააკასვილს ბუშის ადმინისტრაციამ გადაადგმევინა ეს გაუმართლებელი ნაბიჯი. აღნიშნულია სტატიაში.

თუმცა ევროპელები იმასაც ამბობენ, რომ რუსეთის ქმედებამ საქართველოში ნათლად დაანახვა მათ, რომ ამ ქვეყნის ნდობა ძნელია.

"პარადოქსია, რომ რუსეთის ქმედებამ ევროკავშირს უბიძგა რუსეთის მიმართებაში უფრო ერთიანი პოლიტიკის გამომუშავებისკენ". ამბობს საფრანგეთის სტრატეგიული კვლევის ცენტრის რუსეთის საკითხთა ექსპერტი იზაბელ ფალკონი.

თუმცა იელის უნივერსიტეტისა და პარიზის პოლიტიკური ინსტიტუტის პროფესორი ჯოლიონ ჰოვორტი თვლის, რომ ევროპა ამერიკისგან უფრო ცდილობს დისტანციის ქონას ვიდრე რუსეთისგან.

"დასავლეთ ევროპა რუსეთს ევროპელ მეზობლად აღიქვავს. ამბობს იგი.

ნიუ იორკ თაიმსში განთავსებულ სტატიაში მოყვანილია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კიდევ ერთი გამოსვლის ნაწილი, სადაც იგი ამბობს, რომ ევროპამ და საერთოდ დასავლეთმა მოსკოვთან მიმართებაში ახალი გეზი უნდა დაისახოს". "თუმცა რუსეთთან პარტნიორობა მრავალ საკითხსი მაინც მნიშვნელოვანია". ამბობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

საერთასორისო ორგანიზაციამ "ჰიუმან რაიტს ვაჩმა" გამოაქვეყნა ანგარიში სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში რუსეთმა აკრძალული იარაღი გამოიყენა;

საქართველოში ცასულმა ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის თვითმფრინავებმა საომარი მოქმედების დროს აკრძალული კასეტური ბომბებით დაბომბეს საქარტველოს დასახლებული პუნქტები. ასეტი დაბომბვების სედეგად დაიღუპა თერთმეტი ადამიანი. აღნიშნულია ანგარიშში.

"კასეტურ ბომბებს ზუსტი დამიზნების სისტემა არ გააჩნია და ისინი დიდ რადიუსზე სპობენ ყველაფერს. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა მათ არ იყენებს. კასეტური ბომბების გამოყენება არა მარტო სამოქალაქო პირების წინააღმდეგაა მიმართული, არამედ საერთასორისო საზოგადოების პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს". ამბობს ჰიუმან რაიტს ვაჩის უფროსი სამხედრო ექსპერტი მარკ გარლასკო.

ორგანიზაციამ რუსეთს ასეთი ბომბების გამოყენებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა. ჰიუმან რაიტს ვაცის მონაცემებით, 12 აგვისტოს რუსულმა ბომბდამშენებმა რუისსა და ქარელში ერ ბე კა 250 ტიპის კასეტური ბომბები ჩაყარეს. ამ დაბომვის შედეგად სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. იმავე დღეს კასეტური ბომბებით ქალაქ გორის ცენტრიც დაბომბეს. სადაც რვა მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, ხოლო რამდენიმე ათეული კი დაიჭრა. დაღუპულთა შორისაა ჰოლანდიელი ჟურნალისტი

სტან სტორიმანსი, ისრაელელი ჟურნალისტი ზადოკ იეჰეზკელი მძიმედ დაიჭრა ხოლო სააგენტო "როიტერის" კუთვნილი დაჯავშნული ავტომობილი ჭურვის ნამსხვრევით დაზიანდა. აღნიშნულია ჰიუმან რაიტს ვაჩის ამ ანგარიშში.

XS
SM
MD
LG