ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველომ საჩივარი შეიტანა გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში


2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ საჩივარი შეიტანა ჰააგაში მდებარე გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში. საქართველო აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციამ 1993-2008 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე ეთნიკური წმენდა მოახდინა.

სარჩელი, საქართველოს სახელით შეიტანა ქართული მხარის დამცველმა, პაიამ აკავანმა. პროფესორი აკავანი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია მაქგილის უნივერსიტეტში მონრეალში, კანადა და არის მსოფლიოში სახელგანთქმული ექსპერტი ომის დროს ჩადენილი დანაშაულის საკითხებში. იგი თავის დროზე იყო ომის დანაშაულებათა საერთაშორისო ტრიბუნალთან არსებული პროკურორის ოფისის მრჩეველი ყოფილი იუგოსლავიისა და რუანდის საკითხებში.

საქართველოს მთავრობის განცხადება ეფუძნება გაეროს ადამიანის უფლებების ქარტიას და არგუმენტებს იმის გარშემო, რომ 1990იან წლებში რუსეთი მხარს უჭერდა და ასაზრდოებდა ეთნიკურ წმენდას საქართველოში როცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში სეპარატისტებს აწვდიდა იარაღს, ბოევიკების დაქირავებით და სამხედრო ძალების შეტევით საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ბოლოს ფართე მასშტაბიან ოპერაციაში გადაიზარდა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

საქართველო სასამართლოს თხოვს განიხილოს ის, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია და რომ მან თავი უნდა შეიკავოს სეპარატისტული ხელისუფლების ( სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში) დახმარებისგან, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან და საქართველოსთვის დაიწყოს კომპენსაციის გადახდა თავისი უკანონო მოქმედებების გამო.

უფრო დაწვრილებით ამ თემაზე იხილეთ ჩვენი ინტერვიუ პაიამ აკავანთან, რომელსაც ხვალ, 22 აგვისტოს შემოგთავაზებთ.

XS
SM
MD
LG