ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ნაღმები ქართულ მიწაზე


დღეს "ჰუმან რაით ვოჩმა" და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს "თბილისი მერიოტში".

საერთაშორისო უფლებათა დამცველი ორგანიზაცია "ჰუმან რაით ვოჩი" საქართველოს ხელისუფლებას გორის რაიონში გამნაღმვითი სამუშაოების სასწრაფოდ ჩატარებისკენ მოუწოდებს.

როგორც სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა გიორგი გოგიამ განაცხადა, მათ გორის ორ სოფელში _ შინდისსა და ფხვენისში კასეტური ბომბები აღმოაჩინეს.

გოგიას თქმით, ამ ბომბების გამოყენება აკრძალულია. მის აკრძალვას 107-მა სახელმწიფომ მოაწერა ხელი. კასეტური ბომბების უმრავლესობა, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა გამოიყენეს, არ აფეთქებულა და ახლა ნაღმებს წარმოადგენს.

"ჰუმან რაით ვოჩმა" ასეთი ნაღმები ოთხ ადგილას დააფიქსირა, მათგან ერთ-ერთი გორის ცენტრში, სადაც 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ჟურნალისტი, ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ასეთი ბომბის გამოყენება მოხდა სოფელ რუისში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებით, ისინი გამნაღმვითი სამუშაოების ჩატარებას ჯერ ვერ ახერხებენ, ვინაიდან რუსულ ჯარს ეს ტერიტორიები არ დაუტოვებია. უტიაშვილი მედიის როლს ამ საკითხის გაშუქებაში მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ამ საფრთხის სერიოზული გაშუქება უნდა მოხდეს. მისი თქმით, კასეტური ნაღმები წითელლენტიანია და დიდი ალბათობაა ბავშვებმა აიღონ. უტიაშვილის თქმით, როგორც კი გავლენ რუსი სამხედროები, დაიწყება გამნაღმვითი სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიებზე.

ორგანიზაციამ პრესკონფერენციაზე წარადგინა ფოტოები აუფეთქებელი კასეტური ბომბისა, მე შევცდები ჩვენს მსმენელს ავუხსნა თუ როგორ გმოიყურება იგი. ეს არის მცირე ზომის სამხედრო ფერის რკინის ყუთი, რომელსაც გამობმული აქვს წითელი ლენტი. სწორედ ეს ლენტი შეიძლება აღმოჩნდეს მიმზიდველი ბავშვებისთვის ან თუნდაც ზრდასრული ადამიანისთვის. თუმცა ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას არვითარ შემთხვევაში არ შეეხონ მას და არ აიღონ ხელში, მსგავსი ტიპის ნივთი სადაც არ უნდა შენიშნონ იგი, თავიანთ ბაღში, ეზოში ბოსტანსა თუ მინდორში. მოსახლეობა უნდა იყოს მაქსიმალურად ფრთხილად, მანამდე სანამ სახელმწიფო არ მოახდენს ტერიტორიების განაღმვას.
უფრო დეტალურად "ჰუმან რაით ვოჩის" წარმომადგენელი გიორგი გოგია მოგვახსენებს.

გიორგი გოგია თითოეული ბომბი შეიცავს, მრავალ პატარა ბომბებს. ანუ, ერთი აფეთქების შემდეგ, მას კიდევ რამდენჯერმე აფეთქების შესაძლებლობა აქვს. ჩვენი ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს სახელწიფოს შეუერთდეს იმ 107 სახელმწიფოს, სადაც აკრძალულია ამ ტიპის ბომბების გამოყენება.

- მე შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენდით "ჰუმან რაით ვოჩის" წარმომადგენელს გიორგი გოგიას, რომელიც რუსი სამხედროების მიერ დაგდებულ ნაღმებზე გვესაუბრებოდა და რომელიც, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მაქსიმალურ სიფრთხილეს მოითხოვს.

XS
SM
MD
LG