ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარი შეიჭრა


დღეს ჩეხეთსა და სლოვაკეთში 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარის შეჭრიდან მეორმოცე წლისთავს აღნიშნავენ. კრემლმა უხეში ძალით ჩაახშო ეგრედწოდებული პრაღის გაზაფხულის სახელით ცნობილი რევოლუცია და ბოლო მოუღო სარეფორმო მოძრაობას. 1968 წლის 21 აგვისტოს ვარშავის პაქტის ათასობით ტანკი და ჯარისკაცი შეიჭრა ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე ჩეხოსლოვაკიის კოპმარტიის ლიდერის ალეკსანდრე დუბჩეკის ხელისუფლების სადავეებიდან მოშორება.

ასზე მეტი კაცი დაიღუპა. თვით დუბჩეკი რომელიც "სოციალიზმის" ადამიანური სახით შექმნას ცდილობდა დააპატიმრეს. დუპჩეკი 1992 წელს ავტოკატასტროპაში დაიღუპა. 1993 წელს ჩეხეთი და სლოვაკეთი ორ დამოუკიდებელ სახლემწიფოდ მშვიდობიანად დაიშალნენ. 2006 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩეხოსლოვაკიაში შეჭრისათვის მხოლოდ მოარალური მაგრამ არა სამართლებრივი პასუხისმგებლობა იკისრა.

XS
SM
MD
LG