ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული ჯარი ნელნელა გადის


თვითმხილველთა თქმით რუსულმა სამხედრო სატვირთო მანქანები როკის გვირაბით ჩრდილოეთ ოსეთში გადაჰყავთ. მიუხედავად ამისა ჯერჯერობით არ მოიპოვება იმის დამამტკიცებელი ფაქტები რომ რუსეთმა დაიწყო მისი ჯარის ფართე მასშტაბიანი გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან, როგორც ამას დასავლეთი მოითხოვს.

ჯერეჯრობით არ არის მიღებული რაიმე ინფორმაცია ჯავშან ტექნიკის საქართველოდან გაყვანაზე. მედვედევი აცხადებს რომ რუსული ჯარის გაყვანა საქართველოდან პარასკევისთვის უნდა დასრულდეს. გაეროში რუსეთმა უარყო უშიშროების საბჭოს რეზოლუცია სადაც მოითხოვენ რუსული ჯარის საქართველოდან დაუყონებლიოვ გაყვანას.

ამ ფონზე აფხაზეთში სეპარატისტებმა ხმა მისცეს ინიციატივას რომლის თანახმად აფხაზეთმა რუსეთს უნდა მიმართოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის თხოვნით. მომავალ კვირას რუსი კანონმდებლები ამ საკითხს განიხილავენ.

XS
SM
MD
LG