აშშ-ის პრეზიდენტი ჯოჯრ ბუში აცხადებს რომ რუსეთმა მთლიანად უნდა დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რომელსაც მან საქართველოსთან მოაწერა ხელი. ხელშეკრულებას პირადად მოაწერა ხელი რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რითაც უნდა დაწყებულიყო რუსეთის ჯარის საქართველოდან გაყვანა.
"რუსეთმა ბოლომდე უნდა დაიცვას ეს ხელშეკრულება გაიყვანოს მისი ძალები და შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები." განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა რომ რუსეთის პოზიციის თანახმად მომავალში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვერ იქნება საქართველოს ნაწილი. "აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია და საერთაშორისო საზოგადოებრობამ არაერთხელ განაცხადა რომ ისინი მომავალშიც საქართველოს შემადგენლობაში დარჩებიან. საქართველოს საზღვრები ისევე უნდა იყოს დაცული როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსი. აშშ- ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა
"რუსეთს სურს საერთაშორისო ინსტიტუტებში ინტეგრირება რაც აუცილებელია მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო უღიერთობისათვის მაგრამ მეორე მხრივ იგი ამავე დროს ცდილობს საბჭოთა სტილის მიდგომის გამოყენებას მისი მეზობელი ქვეყნების დაშინებისა და მათ ტერიოტორიებზე შეჭრის სახით" ეს მიურებელია განაცხადა მან. მისივე თქმით აშშ-ს კარგი ურთიერთობა ააქვს საქართველოსთან და იგი ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარებას, მან კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მოუწოდა მშვიდობიანი გზებით გამონახონ გამოსავალი. " ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ რომ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო გეგმას და დიპლომატიას და მხარეებს დაჟინებიდით მოვუწოდებდით სამხედრო კონფლიქტში არ ჩართულიყო.
რუსეთის გადაწყვეტილებამ კონფლიქტური ზონიდან მისი სამხედრო ოპერაციები მთელ საქართველოზე გადაეტანა მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა. ამ მდგომარეობაში კონფლიქტი მხოლოდ დიპლომატიური გზით და არა ძალის გამოყენებით უნდა მოგვარდეს. თქვა ქალაბტონმა რაისმა. აშშ-ი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემის მოლაპარაკების გზით მოგვარებას უჭერს მხარს და ისეთ შედეგს რომლითაც საქართველოს ტერიტორიული ხელშეუვალობა დაცული იქნებოდა.