ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ვაშინგტონი პოსტი": ინტერვიუ ედუარდ შევარდნაძესთან


18 აგვისტოს “ვაშინგტონ პოსტი” აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან ედუარდ შევარდაძესთან.

შევარდნაძე, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ ამტყუნებს ცხინვალში სამხედრო ძალების შეყვანის გამო.

თუმცა ყოფილი პრეზიდენტი დღევანდელ პრეზიდენტს მაინც აკრიტიკებს რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებისთვის.

ედუარდ შევარდნაძე “ვაშინგტონ პოსტს” უცხადებს: ”კონფლიქტური რეგიონების ინტეგრაციისთვის მეტი დრო იყო საჭირო, 5 ან 6 წელი.

ახლა ამ

შესაძლებლობამ კიდევ უფრო დიდი ხნით გადაიწია.

მაგრამ მე ხაზს გავუსვამ იმას, რომ რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამ პროცესს, აფზახეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ინტეგრალურ ტერიტორიებად დარჩება.”

აქვე, “ვაშინგტონ პოსტი”, ბატონ შევარდნაძესთან საუბარში მისი წარსულიდან იხსენებს სხვადასხვა ეტაპს.

ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ იგი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა კავშირის ლიდერების იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული. მაგალითისთვის იგი იხსენებს იმ წინააღმდეგობას, რომელიც მან გამოხატა ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს შორის როკის გვირაბის გაყვანის დროს.

“ვაშინგტონ პოსტი”

აგრძელებს: საქართველოს პრეზიდენტობის დროს მან აშშ-სთან მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარა, რაც 11 სექტემბრის შემდეგ ამერიკელების სამხედრო ტრეინინგით

გაგრძელდა საქართველოში.

სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს, წერს “ვაშინგტონ პოსტი”, საქართველომ დაიწყო აზერბაიჯანიდან კასპიური ნა ვთობის სატრანზიტო პროექტის განხორციელება.”

სტატიაში შევარდნაძემ დაგმო რუსეთის მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ და განაცხადა, რომ რუსეთი

საუკუნეების მანძილზე საქართველოს კოლონიად აღიქვამდა.

ახლა კი

კრემლის მიზანია იმპერიისა და საბჭოთა დროის გავლენა აღადგინოს.”

“ჩვენ კონცერტებს კი არ ვაწყობდით კონფლიქტურ რეგიონებში, არამედ ჩავდიოდით

ადგილზე და მოსახლეობას ვხვდებოდით. ამით ჩვენ ურთერთობებს ვაღრმავებდით აფხაზებთან და ოსებთან”.

“ვაშინგტონ პოსტი”

წერს, რომ ტერიტორიული კონფლიქტები საქართველოში

შევარდნაძის დროს დაიწყო და რომ ყოფილი პრეზიდენტი რუსეთს მკაცრად არ დაუდგა ამ რეგიონების სტატუსის გარვევის მხრივც.

შევარდნაძე აქვე დასძენს, რომ კონტაქტები რომლებიც რუსეთთან არსებობდა, არ უნდა გაწყვეტილიყო.

“ჩვენ ამით უკვე ბევრი დავკარგეთ.” ამბობს იგი.

XS
SM
MD
LG