ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დსთ-დან გამოსვლა


რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო დადგენილება იმის შესახებ, რომ ჩვენ დსთ-ს ვტოვებთ. ამის შესახებ დისკუსიები დიდი ხანია იმართება, ერთნი მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ ამ პერიოდში ამ გაერთიანების დატოვებას, მეორენი კი პირიქით. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ფართო საზოგადოებისათვის არ გახდა ბოლომდე ცნობილი, რა ტიპის საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს დსთ-ს დატოვება, ან კი რა პოზიტიურ ძვრებს მოიტანს ის. საუბარი ხშირად ეკონომიკურ საფრთხეებს უკავშირედებოდა. ამ კითხვაზე პასუხი ჩვენ პოლიტიკურ ექსპერტს, ბატონ სოსო ცისკარიშვილს ვთხოვეთ.

სოსო ცისკარიშვილი უსათუოდ უნდა გავიხსენოთ ჯერ შესვლა, რომელიც არ იყო ნებაყოფლობითი. არსებობდა მუქარაც კი, რომ დსთ-ში არ შესვლის პირობებში საქართველო დაიწყებოდა როკის გვირაბიდან. გავიდა წლები და დსთ-დაამტკიცა რომ ეს გახლავთ რეალურად მკდრად შობილი გაერთიანება, სადაც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი იყო მმართველი. ამიტომ ის ვერ გახდა ვერც ერთი საერთშორისო ორგანიზაციის პარტნიორი, როგორც რეგიონალური ორგანიზაცია. ეს იყო პრაქტიკულად რუსეთის საკუთრება. ერთდერთი მომხიბლელი რაც მას გააჩნდა, ეს იყო შესაძლებლობა გარკვეული შეღავათიანი პირობებით ორმხირივი ურთიერთობების დაფიქსირებისა ამ ქვეყნებს შორის, თუმცა დსთ-დან გამოსვლა არ ნიშნავს ამ ხელშეკრულებების მოშლას. ეს მხოლოდ რაღაც პროცედურებს მოიცავს. ამ საკითხის გადაწყვეტა დღემდე იყო შესაძლებელი. თვითონ ის ფაქტი, რომ დსთ-ქვეყნებიც კი დუმილით შეხვდნენ რუსეთის აგრესიას, ეს პირდაპირ მიუთითებს ამ ქვეყნების დამოკიდებულებაზე რუსეთზე. კრემლი კი ამ დუმილისგანაც გაცოფებულია. ერთადერთი უკრაინა გამოთქვამს ხმამაღლა აღშფოთებას და ისიც, როგორც ვიცით იგივე აქციის ჩატარებას აპირებს და ასევე ტოვებს დსთ-ს. უკვე რეალურად დაინგრა ამ გაერთიანებაში ყოფნის იურიდიული საფუძველი, ეს იყო რუსეთის მიერ გამოცხადებული ემბარგო საქართველოს მიმართ. ჩვენ უკვე 2 წელია ამ სიტუაციაში ვიმყოფებით და ვეჩვევით ამ რეალობას, მაგრამ ეს სირთულე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანამ გადალახა. რაც შეეხება დსთ-ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობას, ამის შენარჩუნება მარტივია და ამის გამოცდილება მსოფლიოში არსებობს. ასეთ კავშირში არიან მაგალითად ბალტიის პირეთის ქვეყნები დსთ-სხვადასხვა ქვეყნებთან. მთავარია რომ ჩვენ მათ თავად დავანახოთ მიმზიდველობა ჩვენთან პარტნიორობისა. ეს შესაძლებელია, რადგან პოლიტიკური ნიშნით წინააღმდეგობა, გარდა რუსეთისა ჩვენს ქვეყანას არა აქვს. ვფიქრობ რომ საქართველო და უკრაინა არ იქნებიან უკანასკნელი მსრუველები დსთ-დატოვებისა.

- მე შეახსენებთ, რომ თქვენ ისმენდით პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტის, ბატონ სოსო ცისკარიშვილის კომენტარს, საქართველოს დსთ-დან გამოსვლის თობაზე.

XS
SM
MD
LG