ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი თბილისიდან: გვესაუბრება კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი დავით აფრასიძე


საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან დამოკიდებულება უკანასკნელი წლების განმავლობაში რუსეთის მხრიდან მეტად აგრესიული, ამერიკა პრაქტიკულად ცალსახად უჭერს მხარს ქვეყნის ტერიტორიალურ მთლიანობას, ხოლო ევროპის პოზიცია ყოველთვის ეჭვებითა და კითხვის ნიშნებით სავსე იყო. დღესაც, როდესაც ცხინვალის რეგიონში ამ მასშტაბის ტრაგედია დატრიალდა, ბევრი პოლიტიკოსი თუ პოლიტოლოგი ევროპას ბრალს დებს პასიურობაში და ამბობს, რომ დღევანდელი დღე, სწორედ ამგვარი პასიურობის შედეგია. დღევანდელი რეპორტაჟისათვის ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელს, დავით აფრასიძეს, რომელიც გვპასუხობს კითხვაზე – რა როლი ქონდა ევროპას დღევანდელ დღემდე, რა როლის აქვს დღეს და რა შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორი იქნება ევროპა მომავალში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტური ზონების მიმართ.

დავით აფრასიძეცოტა ცხელ გულზე ნათქვამივით კი გამომდის, მაგრამ რეალურად ევროპელების პასიურობამ საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რა დღეშიც ახლა ვართ. ევროკავშირი, გამომდინარე იქიდან რომ თავისი სატკივარი აქვს გაფართოებასთან, ურთიერთობების გაღრმავებასთან და ბალკანეთთან დაკავშირებით, ყოველთვის ცდილობდა ამ კონფლიქტების გადასაწყევტად, ყველაზე ნაკლებად თავის ასატკიებელი გამოსავალი გამოენახა. სამწუხროდ ევროპელები კიდევ ერთხელ მივიდნენ იმ მდგომარეობამდე, რომ სანამ არ აფეთქდება მანამდე ისინი რეალურად არ რეაგირებენ. ახლა ისინი გამოცოცხლდნენ და პრინციპში პირველი შეხედვით ცუდი შედეგი არ დადეს, მათ განაცხადეს რომ მზად არიან აქტიურად იმოქმედონ. თუმცა ვნახოთ რა იქნება რეალურად. თუ ევროპას მართლა უნდა იქცეს ძლიერ აქტორად, მან უნდა ჩამოაყალიბოს მკვეთრი ხედვა და აიღოს სამშვიდობო ოპერაციაზე პასუხისმგებლობა.

- ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის საზოგადოებაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გერმანიაზე, თითქოს გერმანია ის ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტად აფერხებდა საქართველოს ევროატლანტიკურ გაერთაინებაში გაწევრიანებას და ნაკლებად ითვალისწინებდა ჩვენს წინაშე არსებულ საფრთხეებს.

დავით აფრასიძეგერმანიის როლი სამწუხაროდ ასეთიa - ფაქტია, რომ ბუქარესტის სამიტის მერე რუსეთმა დაიწყო ძალიან მიზანმიმართული ნაბიჯების გადადგმა ამ კონფლიქტური ზონების მიმართულებით. მეორე საკითხია რა მოხდა 8 აგვისტოს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადრე თუ გვიან დაიწყებოდა. გამომდინარე აქედან რუსეთმა ამ შემთხვევაში უნდა იგრძნოს მისი პასუხისმგებლობა. ახლა რუსეთმა პირველად აჩვენა, რომ ის არის მსოფლიო სახელმწიფო, ამის მსგავსი ნაბიჯები რუსეთს ახლო წარსულში არ გადაუდგამს. დღესდღეობით გერმანელები გააქტიურდნენ, მაგრამ ჯერ შედეგი არ არის. ისინი უნდა დაუკვირდნენ იმას, რომ ისტორია ხშირად მეორდება და არა აქვს მნიშვნელობა რომელი საუკუნე იქნება, კატეგორიები საერთაშორისო ურთიერთობის არ იცვლება, ის ყოველთვის ძალასა და ინტერესებზეა დამყარებული. როცა ქვეყანას რომელსაც გაზიც აქვს, ფულიც და ნელნელა სამხედრო ამბიციები უჩნდება და პირველივე შემთხვევაში ასეთ წარმატებას აღწევს, დარწმუნებული იყავით რომ ამას მეორე და მესამე მოყვება.

- მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი იყო კავკასიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი დავით აფრასიძე.

XS
SM
MD
LG