ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზ. ბუშის განცხადება საქართველოზე


აშშ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს (შაბათს) განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილებია. დღეს, ტეხასში გამართულ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა ხაზგასმით ცნობს ამ ორ რეგიონს საქართველოს ტერიტორიის ნაწილად. პრეზიდენტმა გაფრთხილება მისცა რუსეთს, რომ ეს საკითხი არ ექვემდებარება დავა-კამათს. პრეზიდენტმა ბუშმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა რაც კონსულტაციები იქონია სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან და ეროვნული უშIშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლებთან.

ჯორჯ ბუშმა დაჟინებით მოუწოდა რუსეთს დაიცვას ცეცხლის შეწყვეტა და გაიყვანოს მისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

XS
SM
MD
LG