ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვის განცხადებით, რუსეთს  საქართველოდან გასვლის კონკრეტული თარიღი არ გააჩნია


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს რომ რუსეთის ჯარს არ გააჩნია საქართველოდან გასვლის კონკრეტული ტარიღი. მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა რომ ჯარის გაყვანა დამოკიდებულია რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობაზე . მანამდე რუსმა გენერალმა ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა რომ რუსი ეგრედწოდებული მშვიდობისმყოფელები არ გავლენ ეგრედწოდებული სამხრეთ ოსეთიდან

და აფხაზეთიდან. მან უარყო ინფორმაცია იმის ტაობაზე რომ რუსებმა კასპში სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს. სულ რამოდენიმე საათით ადრე სანამ რუსეთი ხელს მოაწერდა ცეცხლის შეწყვეტის შეტანხმებას. საინფორმაციო საშუალებებში უკვე უჩვენეს დანგრეული ხიდის კადრები. რუსული ჯარი ჯერ კიდევ გორთან დგას. თვითმხილველთა თქმით ფოთში რუსმა ჯარისკაცებმა მთლიანად გაძარცვეს სანაპირო დაცვის ბაზა. ამერიკელი სამხედროები აცხადებენ რომ გაიზრდება დახმარების მიწოდება საქართველოსადმი. 4 სამხედრო თვითმფრინავით უკვე ჩაიტანეს საქართველოში 74 ტონა დახმარება. გაერო

მიმდინარე კვირას 100 ტონაზე მეტ დახმარების მიწოდებას გეგმავს საქართველოსადმი რაც 50 ატასზე მ,ეტ ადამიანს მოხმარდება.

XS
SM
MD
LG