ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში ამჟამად მოთარეშე ”ახალი რუსები” ახალ მსოფლიო წესრიგს მაყრებენ ძველი რუსული ბარბაროსობით


გთავაზობთ პრესის მიმოხილვას რომელიც საქართველოში მიმდინარე კონფლიქტს ეხება.

სტროუბ ტელბოტი WASHINGTON POST-ის დღევანდელ ნომერში წერს:" რუსეთი საქართველოში შეჭრას როგორც სამშვიდობო ოპერაციას ისე ამართლებს რათა შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთში, როგორც იგი აცხადებს," გენოციდი" და "ეთნიკური წმენდა". ეს ტერმინოლოგია განზრახ არის შერჩეული და განზრახ არის ამოღებული ნატოს ტერმინოლოოგიიდან როდესაც იგი 1999 წელს სერბეთს ბომბავდა რასაც მოგეხსენებათ კოსოვოს დამოუკიდებლობა მოჰყვა თან. შეიძლება ითქვას რომ ამ ფორმით ამოხეთქა რუსეთის იმ აღშფოთებამ რომელსაც იგი 9 წლის განმავლობაში გულში ატარებდა. რუსები დღეს პარალელს ავლებენ სააკავშილსა და სლობოდან მილოშევიჩს შორის და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა შორის რომლებიც თანამედროვე "წითელმა არმიამ" "გაანთავისუფლა" და რომლებსაც "ჩაგრავდა" თბილისი ისევე როგორც ბელგრადი ჩაგრავდა კოსოვოში მცხოვრებ ალბანელებს.

ახლა ყველაზე სერიოზულად დგას კითხვა იმის თაობაზე შეიცვალა თუ არა მსოფლიოში საზღვრების საკითხი რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შემდეგ. ასეთი შთაბეჭდილება შეიქნა როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ცინიკურად განაცხადა საქართველოს ტერიტორიულ ხელშეუვალობაზე ლაპარაკს არაფერი აზრი აღარ ააქვსო. მან მასხრად აიგდო ის აზრი რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ისევ საქართველოს ტერიტორიის ნაწილად უნდა დარჩეს. დასავლეთმა უნდა გაიაზროს ის თუ რისკენ მიიწევს რუსეთი და რა პრეცედენტს შეიძლება ქონდეს ადგილი. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი შეიძლება გამოაცხადონ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, მაგრამ საბოლოო ანგარიშში ისინი რუსეთის ვასალები გახდებიან. ალბათ რუსეთი ამ შესაძლებელ სცენარს აღიქვამს მისი როგორც ზესახელმწიფოს დიდ პოლიტიკაში ისევ დაბრუნების დამამტკიცებელ ფაქტს, მაგრამ კავკასიის ეგრედწოდებული ბალკანიზაცია აქ არ დასრულდება. ჩეჩნეთი რუსეთის რამოდენიმე რეგიონიდან ერთერთია რომელიც კრემლის მიმართ ზიზღს ძლივს იკავებს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობამ შეიძლება უბიძგოს მას მსგავსი მოთხოვნები წამოაყენოს.

WASHINGTON POST-მა მის რედაქციაში რუსი მოქალაქის ამჟამად ამ გაზეთში პრაქტიკანტის ოლგა ივანოვას წერილიც გამოაქვეყნა სადაც იგი აღშფოთებას ვერ მალავს იმით რომ ამერიკულ პრესაში როგორც იგი წერს საქართველოს სასრგებლოდ ტენდენციურად შუქდება ინფორმაცია და შეახსენებს ჟურნალისტებს იმას რომ ყველას აზრი უნდა იყოს გამოხატული პრესაში.

საკმაოდ საინტერესოა WALL STREET JOURNAL -ის თანამშრომლის დენიელ ჰენინგერის სტატია. იგიე კერძოდ წერს : საქართველოში ამჟამად მოთარეშე "ახალი რუსები" ახალ მსოფლიო წესრიგს მაყრებენ ძველი რუსული ბარბაროსობით. მათი პოლიტიკური ინსტრუმენტების არსენალშია ადამიანების მუდმივად ჩაჩუმება მკვლელობის გზით, ენერგეტიკული მაგისტრალების გადაკეტვა და 1956 და 68 წლების სტრატეგიის აღდგენა რომელიც სხვა რიგ მოაზროვნეთა ტანკების მასებით ჩახშობას ითვალისწინებს. ....

საქართველო დღეს იმ ახალი სახელმწიფოების მიკროკოსმს წარმოადგენს რომლებიც საბჭოთა მმართველობის წარსულს იშორებენ. საქართველო დღეს წარმოადგენს დამოუკიდებელ სახელმწიფოს რომელიც მუხლჩაუხრელად იღწვოდა რათა გამხდარიყო ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და გაეწყვიტა კავშირი იმ ქაოტურ და ძალმომრეობით აღსავსე სამყაროსთან რომელშიც იგი მანამდე იმყოფებოდა, ქაოსისა და ძალმომრეობისა რომელსაც პუტინის რუსეთი დღეს უწყობს ხელს. ზოგს მიაჩნია რომ საქართველო არ უნდა იყოს ამერიკის ინტერესების სიის თავში, მათი აზრი საქართველო უბრალოდ ის ქვეყანაა რომელზეც გაზსადენები და ნავთობსადენები გადის ევროპისაკენ და უბრალოდ საქართველოს არ გაუმართლა გეოგრაფიულად. ეს მიდგომა მცდარია. როდესაც ეს კრიზისი დასრულდება საქართველო ან ის სახელმწიფო იქნება რომელიც სამაგალითო გახდება მსოფლიოს იმ ნაწილისათვის რომელიც ცივილიზებულ პრინციპებს ემყარება ან მას ჩართავენ იმ ნაწილში სადაც საქმიანი ურთიერთობა დანების ტრიალით წყდება. თუ გაინტერესებთ ამის თაობაზე შეგიძლიათ კითხვა ბრიტიშ პეტროლიუმს დაუსვათ რომელსაც რუსეთთან საქმიანი ურთიერთობის ქონა უხდება.,..... თუ მსოფლიოს საგარეო საქმეთა მინისტრები, ინვესტორები და პოლიტიკური ელიტა ვერ ხვდება იმას თუ რა საშიშროებამ წამოყო თავი მთელი მსოფლიოსათვის საქართველოშო მიმდინარე ომიდან, მაშინ დროა სასწრაფოდ გადავეწყოთ თამაშის პუტინისეულ პრინციპებზე რაც დასავლეთის მტრებმა კარგა ხანია გააკეთეს. " წერს გაზეთ WALL STREET JOURNAL- ის თანამშრომელი დენიელ ჰენინგერი.

XS
SM
MD
LG