ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გორში არ წყდება აფეთქებების ხმა


გორში აფეთქებების ხმა ისმის, ამას ადგილი აქვს მიუხედავად იმისა რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რუსეთის ჯარმა გასვლა იწყო ამ ქალაქიდან საფრანგეთის მეურვეობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალით. არაფერია ნაუწყები ბრძოლების შესახებ. თვითმხილველთა თქმით რუსეთი ჯარი ისევ შევიდა ფოთში . საინფორმაციო საშუელებებში გავრცელდა ვიდეო კადრები სადაც ნაჩვენებია ნახევრად ჩაძირული გემები რაც რუსეთის ავიაციის მიერ ორი დღის განმავლობაში დობომვებს მოჰყვა.

თვითმხილველთა თქმით ფოთის პორტიდან რუსებმა მთლიანად გაიტანეს საკომპიუტერო და სხვა აღჭურვილობა. ვაშინგტონში ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა რომლებმაც ანონიმად დარჩენა ისურვეს განაცხადეს რომ რუსები ცდილობენ საქართველო სამხდეხრო ობიექტების განადგურებას. საქართველოს პარლამენტმა ხმათა სრული უმრავლესობით დაუჭირა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გასვლას. მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი ეგრედწიდებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლიდერებს შეხვდა. ისინი აცხადებენ რომ სურთ დამოუკიდებლობა საქართველოდან. თეთრი სახლის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა რომ აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ ხელშეუვალობას. მან არ მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადება თითქოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი უკვე მკვდარი საკითხია ანუ წარსულს ჩაბარდა.

XS
SM
MD
LG