ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინს არავინ მოუთმენს აგრესიასა და სიცრუეს


გთავაზობთ ამერიკული პრესის მიმოხილვას საქრთველოში მიმდინარე მოვლენებზე.

ნიუ იორკ ტაიმსის სარედაქციო წერილში ხაზგასმით არის აღნიშნული ევროპამ და აშშ-მა პირდაპირ უნდა განუცხადონ მედვედევს და პრემიერ მინისტრს ვლადიმირ პუტინს რომ არავინ მოითმენს აგრესიასა და სიცრუეს. მათ უნდა მიენიშნოთ რომ რუსეთს ეს ძვირად დაუჯდება დიპლომატიურ ასპარეზზე და ეკონომიკურ ურთიერთოებებში, თუკი იგი დაუყოვნებლივ არ გაიყვანს მის ჯარს საქართველოდან და არ დათანხმდება საერთაშორისო შუამავლობით, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ნეიტრალური სამშვიდობოების დაყენებაზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.... საქართველოს სუვერენობა გარანტირებული უნდა იყოს...... კონდოლიზა რაისი მოსკოვსაც ეწვევა სადაც რუსეთის ხელმძღვანელობას განუცხადებს რომ ომი საქართველოსთან სერიოზულად ძაბავს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას.....

აშშ-მა უნდა გააფრთხილოს მოსკოვი რომ მისი სურვილი შეურთდეს საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციას არ იქნება დაკმაყოფილებული თუ იგი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ უხეში ძალის გამოყენებას. ევროკავშირმაც უნდა გააფრთხილოს რუსეთი რომ იგი აღარ გააგრძელებს მასთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთერთთანამშრომლობას სანამ იგი არ მოიქცევა როგორც წესიერი და ცივილიზებული პარტნიორი.

ვაშინგტონ პოსტმა აგრეთვე დღეს გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის სააკაშვილის წერილი. წერილში ნათქვამია საქართველოში რუსეთის შეჭრა ფეხქვეშ თელავს დასავლურ ფასეულობებსა და უშიშროების 21-ე საუკუნის სისტემას. თუ დღეს საერთშორისო საზოგადოებრიობა უფლებას მისცემს რუსეთს გაანადგუროს ჩვენი დამოუკიდებელი და დემოკრატიოული ქვეყანა ამით ფაქტობრივად მწვანე შუქს აუნთებს მთელს მსოფლიოში ავტორიტარულ რეჟიმებს. რუსეთი არა უბრალოდ ერთი ქვეყნის არამედ მთელი იდეის მოსპობას ლამობს. ეს ომი საფრთხეს უქმნის არამარტო საქართველოს არამედ მთელი მსოფლიოს თავისუფლებას. საქართველოს ერთადერთი ბრალი არის ის რომ მას სურს იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო. ისმის კითხვა რას მიმართავდნენ დასავლური სახელმწიოფოები მათაც რომ ემუქრებოდნენ ამ მიზეზით საფრთხე.?...

თუ დასავლეთი დღეს ჩვენთან არ არის მაშინ ვის უდგას იგი მხარში? ჩვენ ვერ დავუშვებთ რომ საქართველო გახდეს პირველი მსხვერპლი იმ მსოფლიო წესრიგისა რომლის დამყარებასაც მოსკოვი ცდილობს. ......

ვაშინგტონ ტაიმსი მის სარედაქციო წერილში წერს ქალბატონმა კონდოლიზა რაისმა გუშინდელ განცხადებაში აღნიშნა რომ დღეს 1968 წელი არ არის როდესაც რუსეთი შეიჭრა ჩეხოსლავაკიაში და მსოფლიომ არაფერი გააკეთა. "მდგომარეობა შეიცვალა"

' განაცხადა ქალბატონმა რაისმა, როგორც გაზეთშია ნათქვამი, აშშ-ს შეუძლია განაცხადოს რომ ადგილი ექნება რუსეთისათვის არასასურველ დიპლომატიურ შედეგებს და რომ რუსეთი შეიძლება გარიცხონ დიდი რვიანიდან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ეს სულაც შეიძლება არ იყოს საკმარისი რუსეთის ამბიციების მოსათოკად. უნდა გაძლიერდეს ნატო რათა მზად ვიყოთ მომავალში იმ სამხედრო პრობლემებთან გასამკლავებლად რომლის წინაშეც შეიძლება დადგეს ამერიკა და ევროკავშირი.

XS
SM
MD
LG