ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს დახმარება საქართველოსადმი


აშშ-ი საქართველოს 250 ათასი დოლარის ოდენობის საგანგებო დახმარებას აწვდის. ამის თაობაზე 11 აგვისტოს გამოაცხადა საერთაშორისო განვითარების ამერიკულმა სააგენტომ.
თანხა გამოყენებული იქნება სურსათ სანოვაგისა და სხვა მარაგისათვის რომელიც დაახლოებით 10 000 ადამიანს უნდა მოხმარდეს.

"ჩვენ გულდასმით ვადევნებთ თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მზად ვართ დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება გავიწიოთ ქართველ ხალხს. "

განაცხადა ამ ორგანიზაციის ადმინისტრატორმა ჰენრიეტა ფორდმა. ამას გარდა თბილისში აშშ-ის საელჩომ დაიწყო კატასტორფიული სიტუაციებისათვის გამიზნული პაკეტების დარიგება რომელშიც შედის მედიკამენტები, ტანსაცმელი საბნები, და სხვა. გაეროს ლტოლვილებისადმი დახმარების განყოფილების სგანაგებო უმაღლესმა რწმუნებულმა განაცხადა რომ გორის მოსახლეობის 80-მა პროცენტმა ანუ დაახლოებით 40 000 -მა ადამიანმა დასტოვა ქალაქი ხოლო სამხრეთ ოსეთიდან ათასობით ადამიანი გაიქცა. Usaid -ი უკვე კარგა ხანია შემწეობას უწევს საქართველოს. 1992 წლიდან მოყოლებული ამ ორგანიზაციის შემწეობამ დღემდე დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარს მიაღწია. ამას გარდა უნდა აღინიშნოს რომ საქართველოში 2001 წლიდან სამშვიდობო კორპუსის მოქმედებს. სანამ კონფლიქტი დაიწყებოდა მთელ საქართველოში სამშვიდობო კორპუსის 80 თანამშრომელი იყო გაგზავნილი. ამ კონფლიქტმა უდიდესი ტანჯვა მიაყენა ქართველ ხალხს. აშშ-ი და მისი ერვოპელი მოკავშირები ამჯამად იღწვიან რათა შეწყდეს საბრძოლო მოქმედება და დახმარება გაეწიოს მათ ვინც დაზარალდა.

XS
SM
MD
LG