ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა სიენენს


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა CNN-ისადმი მიცემულ ინტერვიუში თქვა რომ კონფლიქტის დაწყებისას აშშ-ს მიერ გაკეთებული განცხადება ძალზე რბილი და თავშეკავებული იყო, აქედან გამომდინარე რუსეთმა ეს ფაქტი აღიქვა როგორც მწვანე შუქი იმისათვის რომ გაეფართოვებინათ მისი საბრძოლო ოპერაციები კონფლიქტის ზონის მიღმა საქართველოს ტერიტორიაზე. მან მკვეთრად უარყოფითი შეფასება მისცა საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ ცნობებს თითქოს საქართველომ დაიწყო ეს კონფლიქტი.

როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა აღშფოთებულია ამ ცინიკური განცხადებებით რასაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია. როგორც მან თქვა საქართველოს ჯარი ისედაც იდგა ეგრედწოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რადგანაც იგი საქართველოს ტერიტორიაა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა საქართველომ უბრალოდ საპასუხო ცეცხლი გახსნა რუსეთის ჯარის მიერ წამოწყებულ სროლაზე. საქართველო არასოდეს დანებდება რუსეთს, თქვა მან. მისივე განცხადებით საქართველო დათანხმდება ნებისმიერი მიუმხრობელი სამშვიდობო ძალების განლაგებაზე კონფლიქტის ზონაში.

XS
SM
MD
LG