ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზ. ბუში განცხადებას აკეთებს საქართველოზე-იხილეთ ძირითადი პუნქტები


პრეზიდენტმა ბუშმა სპეციალური განცხადება გააკეთა საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე. მან განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საფრანგეთის ინიციატივას და საქართველოს უდგას გვერდში. " აშშ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხლებლობა უნდა იყოს დაცული. რუსეთის თქმით, მისი მიზანი არ არის საქართველოში რეჟიმის შეცვლა. ამერიკას იმედი აქვს, რომ რუსეთი არ დაარღვევს მის სიტყვას. რუსეთი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ არ ასრულებს მას პრაქტიკაში. გადაჭრილია გორის გზატკეცილი. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კონდოლიზა რაისი პარიზსა და თბილისში გაემგზავრება, რათა მან გამოხატოს აშშ მტკიცე თანადგომა საქართველოსადმი მისი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული ხელშეუხებლობის საკითხებში."

აშშ თავდაცვის მდივანი კოორდინირებას მოუხდენს ძალისხმევას, რათა ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდონ ქვეყანას. ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ამ დახმარებით ბორტზე უკვე გაფრინდა თბილისისკენ, ისევე როგორც სამზედრო-საზღვაო გემები დახმარებით ბორტზე ჩავლენ საქართველოში. "ჩვენ მოველით, რომ რუსეთი შეასრულებს სიტყვას და მთლიანად შესწყვეტს სამხედრო ოპერაციას საქართველოში. რუსეთის მოქმედება საკმაოდ სერიოზულ კითხვებს ბადებს რეგიონში."

XS
SM
MD
LG