ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოსადმი დახმარების მიწოდება დაიწყო


გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და საერთაშორისო სააგენტოები იწყებენ საქართველოსადმი დახმარების მიწოდებას. გაეროს ლტოლვილთა სააგენტო იუწყება რომ დღეს დილით თბილისში ჩარტერული რეისით დაეშვა თვითმფრინავი რომლის ბორტზეც სურსათ სანოვაგე და სადამხმარებლო მარაგებია მოთავსებული.

სააგენტოს წარმოამადგენელმა რონ რედმონდმა განცხადა რომ დახმარება საქართველოს მიეწოდება გაეროს დუბაიში განლაგებული საწყობებიდან. მან კერძოდ თქვა ეს პირველი ჰუმანიტარული რესისია საქართველოს მიმართულებით მას შემდეგ რაც კონფლიქტი დაიწყო. ხვალ კოპენჰაგენიდან კიდევ ერთი თვითმფრინავი გამოფრინდება მთლიანობაში საქართველოს ვაწვდით სამოცდაათზე მეტ ტონა დახმარებას 30 ათასი ადამიანისათვის. საქართველოსა და რუსეთის მთავრობის მონაცემებით კონფლიქტის შედეგად ასი ათასი ადამიანი მოწყდა თავის საცხოვრებელს. გაეროს მონაცემებით გორის მოსახლეობის 80-მა პროცენტმა დასტოვა ქალაქი მას შემდეგ რაც რუსეთის ავიაციამ დაიწყო გორის დაბომბვა. ამის აპარალელურად წითელის ჯვრის ორგანიზაცია აცხადებს რომ უკვე ითხოვს შვიდნახევარი მილიონი დოლარის ოდენობის დამხარებას. როგორც წითელი ჯვარი აცხადებს ამ დახმარებაში შევა მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა დაჭრილებისათვის. თუმც იქვე ნათქვამია რომ საშიში მდგომარეობა რომელიც კონფლიქტის ზონაშია შექმნილი აფერხებს ამ მდგომარეობას. წითელ ჯვრის ორგანიზაციას ჰქონდა შესაძლებლობა მოენახულებიმა ორი დატყვევებული რუსი პილოტი. ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა რომ ისინი თავს კარგად გრძნობენ და წერილების კი გაადსცეს წითელი ჯვრის ორგანიზაციას მათი ოჯახებისათვის.

XS
SM
MD
LG