ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლა აშკარად დგას დამოუკიდებელი საქართველოს გადარჩენის საკითხი


ჯონ მაკკეინმა და ბარაკ ობამამ დაჰგმეს რუსეთის საქართველოზე თავდასხმა ბარაკ ობამამ განაცხადა რომ რუსეთმა კონფლიქტი გააფართოვა კონფლიქტის ზონიდან საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც არანაირი გამართლება არ ააქვს. ოფიციალურ განცხადებაში სენატორი მოუწოდესბ გაეროს უშიშიროების საბჭოს რეზოლუცია დაამტკიცოს სისხლისღვრის დაუყონებლივ შეწყვეტაზე.

მისი თქმით რუსეთის ქემდება წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული შეუვალობის აშაკარა დარცღვევას. მაკკეინმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა დაჰგმოს რუსეთის ქმედება რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო კანონმდებლობის უხეშ დარღვეას და მასგავს ქმედებას 21- ე საუკუნის ევროპაში არ უნდა ჰქონდეს ადგილი. მაკკეინმა მოითხოვა ნატოს საგნგებო

სხდომის მოწვევა რათა მოითხოვონ დაუყონებლოვ ცეცხლის შეწყვეტა და დაიწყონ სჯა ბაასი ეგრედწოდებულ სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ძალების განლაგებაზე ისევე როგორც გადასინჯონ რუსეთთან ნატოს ურთიერთობა როგორც მაკკეინმა ხაზგასმით აღნიშნა ახლა აშკარად დგას დამოუკიდებელი საქართველოს გადარჩენის საკითხი.

XS
SM
MD
LG