ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა საქართველოში სამხედრო ოპერაციები შეწყვიტა


რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გასცა ბრძანება საქართველოში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის შესახებ. რუსეთის სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები და მშვიდობისმყოფელები არ აპირებენ ამჟამად დაკავებული ტერიტორიების დატოვებას.

შეგახსენებთ რომ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებამდე სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ ცოტა ხნით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა რომ საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ეგრედწოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დატოვება არის ერთადერთი გზა კონფლიქტის დასრულებისა.

დღეს ასევე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო მთავრობამ კოდორის ხეობიდან ქართული ქვედანაყოფების განდევნის მიზნით ოპერაცია განახორციელა.

როგორც პრეზიდენტი მიხეულ სააკაშვილი აცხადებს საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას დატოვებს.

XS
SM
MD
LG