ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე და შეაჩეროს კონფლიქტის ესკალაცია


თეთრი სახლი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე და შეაჩეროს კონფლიქტის ესკალაცია. როგორც პრეზიდენტი ბუში აცხადებს რუსეთის ქმედება ზღვარს გადასცილდა და დროა იგი დათანხმდეს მოლაპარაკებაზე საქართველოსთან.

ენბისის სატელევიზიო ქსელისადმი მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში ბუშმა აღნიშნა რომ მან რუსეთის ლიდერებს განუცხადა რომ ძალმომრეობა მიუღებელია და საჭიროა მოლპარაკებების დაწყება შუამავლების დახმარებით.

როგორც ბუშმა თქვა მან განუცხადა რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს და პრემიერ მინისტრს ვლადიმირ პუტინს რომ შემდეგი ნაბიჯი თვით მოსკოვმა უნდა გადადგას. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ განაცხადა რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ჩეინი უკვე ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. საუბარში მან სოლიდარობა გამოხატა ქართველი ხალხისადმი. ჩეინიმ აგრეთვე განაცხადა რომ რუსეთის აგრესიას სერიოზული შედგები მოყვება ამერიკა რუსეთის ურთიერთობაში.

.

XS
SM
MD
LG