ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიზანია საქართველოში სისხლისღვრის ესკალაციის შეჩერება


გაროს უშიშროების საბჭო უკვე მესამედ ვერ ახერხებს ერთობლივი განცხადების გაკეთებას რომლის მიზანია საქართველოში სისხლისღვრის ესკალაციის შეჩერება.

დახურულ კარს მიღმა მიმდინარე კონსულტაციების შემდეგ უშიშროების საბჭოს პრეზიდენტმა ჟან გროლსმა ჟირნალისტებს განუცხადა რომ როგორც სჩანს უშიშროების საბჭოს წევრები ამ საკითხზე ერთობლივ პოზიციას ვერ გამოიმუშავებენ. სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს გენერალირი მდივნის თანაშემწემ ედმონდ მულეტმა განაცხადა რომ ახლა საომარი მოქმედება აფხაზეთზეც გავრცელდა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მოთხოვნის თანახმად გაეროს მეთვალყურეები იმ რეგიონიდან გაიყვანოს.

გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა რომ ჰუმანიტარული მდგომარეობა სამხედრო ოსეთში ძალზე მძიმეა და რომ რუსეთი არ გაიყვანს მის ძალებს რეგიონიდან.ვაშინგტონში მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა რომ რუსეთმა ეგრედწოდებულ სამხრეთ ოსეთში საბრძოლო ოპერაციების დროს გამოიყენა სტრატეგიული ბომბდამშენები და ბალისტიკური რაკეტები. პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლას სარკოზიმ განაცხადა რომ მალე ევროკავშირი საგანგებო სხდომას ჩაატარებს საქართველოს საკითხზე.

XS
SM
MD
LG